მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 9:20

19. ეს სამნი იყვნენ ნოეს შვილები, მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული.20. დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი.21. შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.
დაბადება თავი 9
20. დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. წერილის კითხვის სულიერი სარგებელი:

...ჯობებს დაძაბული ყურადღებითა და მხურვალე გულმოდგინებით. ამრიგად, თუ ასეთია აქ წარმოდგენილი სწავლების სარგებელი, ავხსნათ დღევანდელი საკითხავი და, მისგან სარგებელი ამოვიღოთ რა, ასე დავბრუნდეთ სახლში.

«და იწყო», ამბობს წერილი, «ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენაჴი. და სუა ღჳნისაგან და დაითრო» (). შეხედე, რა სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ჩვენთვის ამ საკითხავის თავიც კი. მართლაც, როცა მოვისმენთ, რომ მართალმა კაცმა, სრულყოფილმა, ზეციურ მოწმობას მიღებულმა, ღვინო სვა და დათვრა, როგორ არ ვეცდებით ჩვენ, ასე მრავალ და სხვადასხვა ცოდვაში ჩაფლულნი, ყოველი ძალისხმევით ავარიდოთ თავი დამღუპველ სიმთვრალეს? ხომ არაა ერთნაირი ბრალი იმისა, რომ ეს მართალი ამ მანკიერებს დაექვემდებარა, და იმისა, რომ ჩვენ მასში ვვარდებით. ბევრი გარემოებაა, რაც მას (მართალს) შესაწყნარებელს ხდის. ამას ვამბობ, არა სიმთვრალის დასაცავად, არამედ იმის ასახსნელად, რომ მართალმა არა თავშეუკავებლობით შესცოდა, არამედ უცოდინრობით. და, რომ ერთბაშად არ მიეახლა ღვინის ხმარებას, მოისმინე, როგორ ამბობს ამის შესახებ თავად წერილი და იცავს მას შემდეგი სიტყვებით: «და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენაჴი. და სუა ღჳნისაგან და დაითრო». ეს გამოთქმა, «იწყო»,...

სრულად ნახვა