მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დანიელი 10:3

2. იმხანად მე, დანიელი, სამი შვიდეული დღის მანძილზე დანაღვლიანებული ვიყავი.3. გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა.4. პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, დიდი მდინარის, ტიგროსის პირას ვიყავი.
დანიელი თავი 10
3. გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 1. შეგონებითი სიტყვა დიდი მარხვის დადგომისას
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მარხვის მაგალითები საღვთო წერილში:

...მსხვრეულიყო (). დიდმა ელიამაც იმდენივე დღე იმარხულა და სიკვდილის ბატონობას გადაურჩა, ცეცხლოვანი ეტლით „თითქოსდა ცად" ამაღლდა და დღემდე სიკვდილი არ განუცდია (4 მეფ 2:1, 11). სურვილთა კაციც, მრავალი დღე მარხვაში გაატარა რა, იმ საკვირველი ხილვის ღირსი შეიქნა (); მანვე ლომთა მრისხანება დააოკა და ცხვართა სიმშვიდედ აქცია (დან 6:16–23, 14:30–39), არა ბუნების შეცვლით, არამედ განწყობის ცვლილებით, თუმცა მათი ნადირული ბუნება იგივე დარჩა. ნინეველებმაც მარხვით უფლის განაჩენი აიცილეს, ადამიანებთან ერთად უტყვი ცხოველებიც ამარხულეს რა, და ამგვარად, ყველანი ბოროტი საქმეებისგან განეშორნენ და სამყაროს მეუფე კაცთმოყვარეობისკენ მოაქციეს (). მაგრამ რისთვის მივმართავ ჯერ კიდევ მონებს (შეგვიძლია მრავალი სხვაც ჩამოვთვალოთ, ვინც მარხვით განითქვა ძველ და ახალ აღთქმაში), როდესაც ჩვენ ყველას საერთო მეუფეზე უნდა მივუთითოთ? თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ, ეშმაკთან ბრძოლა დაიწყო და ჩვენ ყველას მაგალითი მოგვცა, რომ ჩვენც იმავე მარხვით შევიარაღებულიყავით და ამით ძალა მოგვეპოვებინა, ეშმაკთან ბრძოლაში შეგვესვლა (

სრულად ნახვა