მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დანიელი 3:24

23. ხოლო ეს სამნი - შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ცეცხლით გახურებულ ღუმელში შებოჭილნი ჩაცვივდნენ.24. მაშინ გაოცდა მეფე ნაბუქოდონოსორი და შეშინებული წამოვარდა. მიუგო და უთხრა თავის მრჩეველთ: ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ღუმელში? მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: ჭეშმარიტად ასე იყო, მეფეო!25. მიუგო მან და თქვა: აჰა, ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიმოდიან ისინი უვნებელად; მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს.
დანიელი თავი 3
24. მაშინ გაოცდა მეფე ნაბუქოდონოსორი და შეშინებული წამოვარდა. მიუგო და უთხრა თავის მრჩეველთ: ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ღუმელში? მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: ჭეშმარიტად ასე იყო, მეფეო!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. უფლის სახელით ძლევა გამოუვალობაში:

...ნ განსაკუთრებით აჩვენებს ღმერთი თავის ძალას: არა დასაწყისშივე, არამედ როცა ადამიანური მხრიდან ყველაფერი უიმედოდ ჩაითვლება. რადგან სწორედ ეს არის ღვთის შეწევნის ჟამი. ამიტომ არც ყრმები იხსნა დასაწყისშივე, არამედ ღუმელში ყოფნის შემდეგ (); არც დანიელი - ჩავარდნამდე, არამედ შვიდი დღის შემდეგ (). ამიტომ ნუ მიაქცევ ყურადღებას საქმეთა ბუნებას, რომელიც სასოების წარკვეთაში აგდებს, არამედ ღვთის ძალას, რომელსაც უიმედოდ მიჩნეული საქმეები კეთილ სასოებამდე მიჰყავს. სწორედ ამას აჩვენებს ფსალმუნთმგალობელიც და სურს წარმოაჩინოს, რამდენად ადვილად პოულობს გზას ღვთის ძალა: მას ძალუძს არა მხოლოდ დასაწყისშივე იხსნას, არამედ თვით საშინელებაში ჩავარდნილთა და შთანთქმულთა ამოყვანაც; მოისმინე, რა დაურთო: „ყოველი თესლები გარემომადგა მე“ (). ხედავ გამოუვალ საფრთხეს? რადგან ბრძოლა არც მწყობრად გამართულ მოწინააღმდეგეებთან იყო და არც პირ...

სრულად ნახვა