მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დანიელი 3:26

25. მიუგო მან და თქვა: აჰა, ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიმოდიან ისინი უვნებელად; მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს.26. მაშინ მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის პირს, შეუძახა და უთხრა: შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მაღალი ღმერთის მორჩილნო, გამოდით და აქ მოდით! მაშინ შადრაქი, მეშაქი და ყაბედნეგო გამოვიდნენ შუაგულ ცეცხლიდან.27. შემოკრბენ სატრაპები, მთავარნი, მეფისნაცვალნი და მეფის მრჩეველნი და ნახეს, რომ ამ ვაჟებს ტანზე ცეცხლს თავისი ძალა ვერ მიეტანა: თავზე თმებიც არ შეტრუსვოდათ, სამოსელიც არ შეცვლოდათ და კვამლის სუნიც კი არ უდიოდათ.
დანიელი თავი 3
26. მაშინ მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის პირს, შეუძახა და უთხრა: შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მაღალი ღმერთის მორჩილნო, გამოდით და აქ მოდით! მაშინ შადრაქი, მეშაქი და ყაბედნეგო გამოვიდნენ შუაგულ ცეცხლიდან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...ფილოდ დრტვინავს და ისჯება? იხილე ისინი, ვინც მადლობას სწირავენ და ცხონდებიან. „კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი საუკუნეთამდი, რამეთუ მართალ ხარ ყოველთა ზედა, რომელნი მიყვენ ჩუენ“ (). და ცოტა ქვემოთ: „და ყოველნი, რავდენნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ყოველნი, რავდენნი მიყვენ, მართლისა მიერ მსჯავრისა მიყვენ“ (). ისინი ამბობდნენ: „ყოველი მოქმედი ბოროტთაჲ კეთილ წინაშე უფლისა“ (); ესენი კი, პირიქით: „წმიდა არს თუალი არა ხედვად ბოროტისა“ (). ისინი უცხოებს ნეტარებდნენ, რადგან ურჯულოების მოქმედნი აშენდებიანო; ხოლო წინასწარმეტყველი ნეტარად ხმობს მათ, ვისაც ღმერთი შეეწევა. რადგან ამბობს: „ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი“ ()....

სრულად ნახვა