მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დანიელი 5:11

10. მეფისა და დიდკაცების ხმაზე სანადიმო დარბაზში დედოფალი შემოვიდა. მიუგო დედოფალმა და უთხრა: მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! ნუ შეგაძრწუნებს ეგ შენი ფიქრები და ნუ გეცვლება ფერი!11. შენს სამეფოში ერთი კაცია, რომელშიც წმიდა ღმერთების სულია. მამაშენის დროს მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე - ღმერთების სიბრძნის დარი. მეფე ნაბუქოდონოსორმა, მამაშენმა მოგვების, ჯადოქრების, ქალდეველებისა და მკითხავების მთავრად დააყენა.12. ეს იმიტომ, რომ დანიელში, რომელსაც მეფემ ბელტეშეცარი დაარქვა, აღმოჩნდა საკვირველი სული, ცოდნა და გონიერება და უნარი სიზმრის ახზნის, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნისა.
დანიელი თავი 5
11. შენს სამეფოში ერთი კაცია, რომელშიც წმიდა ღმერთების სულია. მამაშენის დროს მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე - ღმერთების სიბრძნის დარი. მეფე ნაბუქოდონოსორმა, მამაშენმა მოგვების, ჯადოქრების, ქალდეველებისა და მკითხავების მთავრად დააყენა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ლოტის სტუმართმოყვარეობა და სათნოების ძალა (19:1):

...ბად იმსახურეს: ისე, ნოემ, როცა საშინელმა წარღვნამ ქვეყნიერება დაფარა, თავისი ცოლი და ძეები გადაარჩინა; ამგვარადვე იობი სხვებისთვის ცხონების მიზეზი იყო; ხოლო დანიელმა ბევრი იხსნა სიკვდილისგან, როცა სასტიკმა მბრძანებელმა ნაბუქოდონოსორმა, ზებუნებრივ მოვლენებს რომ იკვლევდა, ქალდეველთა, მოგვთა და მისანთა მოკვლა ბრძანა ().

2. საკუთარ საქმეებზე დაფუძნებული ცხონების იმედი (19:1–2)

მაშ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ იგივე იქნება მომავალ საუკუნეშიც, ესე იგი, რომ სათნოებრივი ადამიანები, რომლებსაც კადნიერება აქვთ ღვთის წინაშე, შეძლებენ მომავალი სასჯელებისგან მათი ახლობლების გათავისუფლებას, თუ ისინი აქ უზრუნველობაში ცხოვრობდნენ. სწორედ ამიტომაც მოიხმობს წერილი ამ მართლებს მაგალითად, — რომ ჩვენზე შიში მოაწიოს და გვასწავლოს, ცხონების იმედი, ზეციური მადლის შემდეგ, საკუთარ კეთილ საქმეებზე დავამყაროთ და არ ვიმედოვნოთ წინაპართა სათნოებებზე ან რაიმე სხვაზე, თუ თავად ბოროტებაში ვრჩებით. თუ სათნოებრივი წინაპრები გვყავს, იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ მათ სათნოებებს მივბაძოთ. ხოლო თუ, პირიქით, მანკიერი წინაპრებისგან ვიყოთ წარმოშობილნი, ამის გამო საკუთარი თავისთვის არანაირი ზიანის შიში არ უნდა გვქონდეს, მხოლოდ თავად უნდა ვივარჯიშოთ სათნოების ღვაწლში; მაშინ ამისგან არანაი...

სრულად ნახვა