...ე ხილვანი განვამრავლენ, ჴელსა შორის წინაწარ-მეტყუელთასა ვემსგავსე"** (). მაგალითად, ესაიამ მჯდომარედ იხილა იგი, მაგრამ ჯდომა ღვთისთვის შეუფერებელია, რადგან ღმერთი არ ზის; და როგორ შეიძლება ეს უსხეულო და მოუღალავი არსებისთვის? კვლავ, დანიელმა იგი „ძუელ დღეთად" იხილა (); ზაქარიამ სხვაგვარად იხილა (ზაქ 1); ეზეკიელმა კვლავ სხვაგვარად (ეზეკ 1; ეზეკ 2). სწორედ ამიტომ ღმერთმაც თქვა: „მე ხილვანი განვამრავლენ", ანუ ესე თუ ისე ვეჩვენებოდი, თითოეულის ღირსებისამებრ. ასევე ახლაც, სახიერმა უფალმა, რადგან თავადვე გამოიწვია მართალი თავისი სახლიდან და უბრძანა, უცხო ქვეყანაში წასულიყო, ხოლო ის, მისვლის შემდეგ, ადგილიდან ადგილზე დადიოდა, როგორც მოხეტიალე და უცხო (რადგან იქ ჯერ კიდევ ქანაანელები ცხოვრობდნენ), და ეძებდა, სადმე დამკვიდრებულიყო, — სახიერმა უფალმა, სურდა რა ნუგეშისცემა და მისი მოშურნეობის გამხნევება, რათა არ დაუძლურებულიყო და არ შეერყია რწმენა მისთვის მიცემული აღთქმისა: „გამოვედ და გყო შენ ნათესავად დიდად" (რადგან მართალი ხედავდა, რომ აღთქმის საწინააღმდეგო ხდებოდა, და ისე მწირობდა, თითქოს რაღაც განდევნილი და უმწეო ღარიბი ყოფილიყო, და არ იცოდა, სად ეპოვა თავშესაფარი), — მაშ, რომ სული გაემხნ...
დანიელი 7:22
21. მე ვიხილე, რომ ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ,22. სანამ ძველი დღეთა არ მოვიდა და სამსჯავრო უზენაესის წმიდანებს არ გადაეცა; - მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდანები დაეუფლნენ.23. მან ასე მიპასუხა: მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას.
დანიელი თავი 7