...თჳს პირველად არა თქუა, არამედ აღრაცხნა წელიწადნი, რაჲთა მოაჴსენოს მსმენელთა სიტყუათა მისთასა, ვითარმედ ესე არს, რომლისათჳს თქუა იაკობ წინაჲსწარვე მოკლებასა მას მთავართა იუდაჲსთასა გამოჩინებად, რომლისათჳს წინაწარმეტყუელმან დანიელ ღაღად-ყო, ვითარმედ: „ქრისტესამდე წინამძღურისა შჳდეულნი შჳდ და შჳდეულნი სამეოცდაორ“. რამეთუ უკუეთუ ვინ ინებოს შჳდეულად თქუმულთა მათ ანგელოზისა მიერ წელთა შენებითგან ქალაქისა მის აღრიცხვად, პოოს ჟამი იგი ქრისტეს შობისაჲ, რამეთუ შჳდი იგი და სამეოცდაორი შჳდეული წელთაჲ შეკრბების ოთხას ოთხმეოცდასამ წლად. და ესრეთცა იქმნა შენებითგან ქალაქისა მის შემდგომად ტყუეობით აღმოსლვისაგან ესოდენთა მათ წელიწადთა რიცხჳ შობადმდე ქრისტესა; ვი-თარცა ეტყოდა ანგელოზი დანიელს, ვითარმედ სცნა და გულისჴმა-ჰყო გამოსლვისაგან სიტყჳსა მიგებად და აღშენებად იერუსალჱმისა. ესე იგი არს, ვითარმედ: ამის ჟამისაგან, ვინაჲთგან სიტყუასა ამას გეტყჳ, განსლვისასა ამიერ და აღშენებასა იერუსალჱმისასა ვიდრე „ქრისტესამდე წინამძღურისა შჳდეულნი შჳდ და შჳდეულნი სამეოცდაორ“. არამედ სახარებისავე მივაქციოთ სიტყუაჲ ჩუენი. აწ უკუე მითხარ ჩუენ, მახარებელო, სახე შობისაჲ მის საკჳრველისაჲ.
დანიელი 9:25
24. შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმიდათა წმიდის საცხებად.25. ოღონდ იცოდე და შეიგნე: მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე. აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს.26. სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი.
დანიელი თავი 9