მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 10:25

24. ყურადღებას ნუ მოვაკლებთ ერთიმეორეს, რათა სიყვარულისა და კეთილ საქმეთათვის წავაქეზოთ ერთმანეთი.25. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად გრძნობთ იმ დღის მოახლოებას.26. რადგან თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვათათვის.
ებრაელთა მიმართ თავი 10
25. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად გრძნობთ იმ დღის მოახლოებას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 149-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ახალი საგალობელი წმიდათა კრებულში:

...იხილე, როგორ ბრწყინავს კვლავ ეს თანხმობაც. რადგან სწორედ ამისთვის არის გუნდები, რომ ყველამ ერთად და ერთსულოვნად აღავლინოს ქებანი. ამას პავლეც აცხადებს, როცა ამბობს: „ნუ დაუტევებთ შესაკრებელსა თჳსსა“ (). თვით ლოცვაც ამას მიანიშნებს, რადგან ყველას სახელით ერთობლივად აღევლინება: „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა“ (), და „მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი“ (), და „ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“ (), და „მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან“ (); ამით მლოცველები მრავლობით ფორმას იყენებენ. ასე ძველადაც სწავლობდნენ, რომ თანხმობით ეფსალმუნათ და ეგალობათ ღმერთისთვის; ყოველმხრივ სიყვარულისა და ერთსულოვნებისკენ განეწყობოდნენ: „ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას“ ().

2. მშვიდთა ამაღლება და წმიდათა გამარჯვება...

სრულად ნახვა