მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 11:22

21. რწმენით აკურთხა სათითაოდ მომაკვდავმა იაკობმა იოსების ძენი, და თავის კვერთხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.22. რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე.23. რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში, რადგანაც ხედავდნენ ყრმის სიკეთეს და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას.
ებრაელთა მიმართ თავი 11
22. რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. იოსების მიტევება და სათნოებისკენ შეგონება (50:19-25):

...დ ამ მოტივით დაანდერძა ძვლების გადატანა, მოისმინე პავლეს სიტყვები: „სარწმუნოებით იოსებ, აღ-რაჲ-ესრულებოდა, გამოსლვისათჳს ძეთა ისრაჱლისათა მოიჴსენა", — და ამით არ შემოიფარგლა; არამედ იმის საჩვენებლად, რა მოტივით ზრუნავდა იოსები თავისი ძვლების გადატანაზე, მოციქული კიდევ ამბობს: „და ძუალთა თჳსთათჳს ამცნო" ().

შესაძლოა, დღეს ზედმეტად ვილაპარაკეთ, მაგრამ შეგვინდეთ. წიგნის ბოლოს მივუახლოვდებით რა, გვინდა დღეს მისი გადმოცემა დავასრულოთ და ამგვარად ჩვენი შეგონებები შევაჯამოთ. მხოლოდ ჩვეულებრივ შეგონებას დავუმატებთ: დაიმახსოვრეთ ნათქვამი და ძველი მართალთა სათნოებებს მიბაძეთ: მათ უმწყინარობას მათ შემაწუხებელთა მიმართ, მათ სულგრძელობას მავნებელთა მიმართ, მათ მაღალ თავმდაბლობას. ასეთი სათნოებებით მიიზიდა ეს მართალიც — იოსებმა — ღვთისგან ასეთი დიდი კეთილგანწყობა. თუ ჩვენც ვისურვებთ ზეგარდმო შეწევნას, ვიზრუნოთ სათნოებაზე. ამგვარად ჩვენც სულიწმიდის მადლს მოვიზიდავთ — ამჟამინდელ ცხოვრებასაც უდარდელად გავატარებთ და მომავალ სიკეთეებსაც დავიმკვიდრებთ; რისიც ჩვენ ყველანი ღირსნი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა