...ი ზრახვებში, არამედ მუდმივად მტკიცე სული გვქონდეს. ასე გაითქვა სახელი აბრაამმა. მოისმინე, როგორ ადიდებს ნეტარი პავლე მის რწმენას, რომელიც მან თავიდანვე გამოავლინა: „სარწმუნოებით იწოდა რაჲ აბრაჰამ, ერჩდა გამოსლვად ადგილსა მას, რომელი დაპყრობად იყო მისა სამკჳდრებელად; და გამოვიდა და არა უწყოდა, ვიდრე მოვიდოდა" (), ჩვენს ყურადღებას მიაქცევს რა ღვთის ნათქვამზე — „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ". ხედავ მტკიცე რწმენას, ხედავ წრფელ სულს? ჩვენც მივბაძოთ მას, აზრითა და სურვილით განვშორდეთ ამქვეყნიური ცხოვრების საქმეებს და ცისკენ მივმართოთ ჩვენი გზა. რადგან შეგვიძლია, ოღონდ გვინდოდეს, აქ ცხოვრებითაც იქ (ცისკენ) გზაზე ვიყოთ, როცა ცის ღირსეულ საქმეებს გავაკეთებთ, როცა ამქვეყნიურ სიკეთეებზე მიჯაჭვულნი აღარ ვიქნებით, როცა ამქვეყნიურ ცხოვრებაში დიდებისმოყვარეობას აღარ ვეძებთ, არამედ მას მოვიძულებთ და სხვა, ჭეშმარიტ და საუკუნო დიდებას ვეცდებით მივაღწიოთ; როცა ტანისამოსის ფუფუნებითა და სხეულის მორთვით აღარ ვიქნებით დაკავებულნი, არამედ მთელ ამ გარეგნული მორთვის მზრუნველობას სულზე მზრუნველობად გადავიტანთ და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი სული შიშველი და სათნოების სამოსელს მოკლებული აღმოჩნდეს; როცა ფუფუნებას მოვიძულებთ,...
ებრაელთა მიმართ 11:8
7. რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე.8. რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდიოდა.9. რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად.
ებრაელთა მიმართ თავი 11