...თი ყურადღებით სარგებლობდა, — ქეტის ძენი მეფესაც კი უწოდებდნენ — ერთი მტკაველი მიწაც კი არ ეკუთვნოდა. ამიტომაც ნეტარი პავლე, ამ მართლის სათნოებას აქებს რა, წერდა: „სარწმუნოებით მწირობდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, ვითარცა უცხოსა, კარავსა შინა მკჳდრობდა ისააკ და იაკობის თანა, მკჳდრთა მათ თანა მისვე აღთქუმისათა" (). შემდეგ, გვასწავლის რა, თუ როგორ მწირობდა იგი რწმენით, მოციქული დაუმატებს: „რამეთუ მოელოდა მას, რომელსა-იგი საფუძველ უსხენ ქალაქსა, რომლისა-იგი ხუროთმოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს" (). მომავლის იმედით აწმყოს უგულებელყოფდა და, უფრო დიდ სიკეთეს მოელოდა რა, ნაკლებად ზრუნავდა აწმყო ცხოვრების სიკეთეზე. და ასე იქცეოდა ჯერ კიდევ რჯულამდე და მადლამდე. მაშ, მითხარი, რა გამართლება გვექნება ჩვენ, ასეთი დიდი ხარებისა და გამოუთქმელი სიკეთეების აღთქმის შემდეგ, დროებით სიკეთეებზე ასეთი მიჯაჭვულობით, მინდვრების ყიდვით, ყველაფერში ყოველთვის ბრწყინვის მცდელობით, ხარბობითა და ძალადობით ყოველივეს შეძენით, და ნამდვილად იმის აღსრულებით, რაზეც ნეტარი წინასწარმეტყველი, გოდებით, ამბობდა: **„ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუ...
ებრაელთა მიმართ 11:9
8. რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდიოდა.9. რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად.10. ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი.
ებრაელთა მიმართ თავი 11