მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 12:2

1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.3. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე.
ებრაელთა მიმართ თავი 12
2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 18
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მცნების დაცვა და ღმრთისადმი სასოება:

...ბით; ამასვე აკეთებს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეშიც, როცა ამბობს: „და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა“ (); და კვლავ: „გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ“ (). ამასვე აკეთებს ახლაც მოწაფის მიმართ, თითქოს ამბობდეს: „ნუ შეუშინდები სიკვდილს; რადგან მონა ხარ ღმერთისა, რომელსაც ყოველივეს გაცოცხლება შეუძლია“.

ხოლო რომელ კეთილ აღსარებას გულისხმობს? იმას, როცა პილატე ეკითხებოდა: „უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ?“ (). უპასუხა: „ამისთჳს შობილ ვარ“ (). და კვლავ: „მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“ (...

სრულად ნახვა