მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 12:7

6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?8. ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.
ებრაელთა მიმართ თავი 12
7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქმნილების ზნეობრივი სწავლება და მადლიერება:

...თაც დაგვემუქრა; და როგორც მამები შვილებისთვის მამებად რჩებიან არა მხოლოდ მაშინ, როცა კურნავენ, არამედ მაშინაც, როცა სცემენ, და სცემისას არანაკლებ მამები არიან, ვიდრე კურნებისას, ასევეა ღმერთიც. ამიტომ პავლეც ამბობდა: „რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?“ (). და სოლომონიც: „რამეთუ, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“ (). „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე“ ().

4. მარადიული სიმართლე და საკვირველებათა ხსოვნა

მგონია, ამას აქ ამბობს მათთვის, ვინც საცდურდება, როცა ზოგიერთებს მოულოდნელად მძიმე რამ შეემთხვევათ; თითქოს შეაგონებს მათ და ეუბნება: ნუ შეშფოთდები, როცა ხედავ ცილისწამებულ, შეურაცხყოფილ და დაუმსახურებლად ავად ვნებულ ადამიანებს; რადგან რჩება მიუკერძოებელი სამსჯავრო, რჩება შეურყვნელი განაჩენი, რომელიც თითოეულს ღირსებისამებრ მისცემს. მაგრამ თუ ამ განაჩენს ახლა ეძებ, ფრთხილად იყავი, პ...

სრულად ნახვა