მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 5:12

11. ბევრი რამ შეგვეძლო გვეთქვა ამის თაობაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან სმენის თავი აღარა გაქვთ.12. მართალია, დროის მიხედვით უკვე მოძღვრები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თვითონვე გჭირდებათ მოძღვარი, რათა ისწავლოთ ღვთის სიტყვის პირველსაწყისნი; ასე რომ, კვლავაც რძე გჭირდებათ და არა უხეში საჭმელი.13. მაგრამ რძის ყოველი მსმელი გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგანაც ჯერ კიდევ ჩვილია.
ებრაელთა მიმართ თავი 5
12. მართალია, დროის მიხედვით უკვე მოძღვრები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თვითონვე გჭირდებათ მოძღვარი, რათა ისწავლოთ ღვთის სიტყვის პირველსაწყისნი; ასე რომ, კვლავაც რძე გჭირდებათ და არა უხეში საჭმელი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იზ ფიცისათჳს:

...ნთა მომატყუებელ სასჯელისა საუკუნოჲსა ექმნეთ. ამისთჳს პავლეცა მწუხარე იყო, ოდეს იხილნის მოწაფენი მისნი შემდგომად მრავლისა სწავლისა უდებებასავე შინა, და ეტყოდა: „რამეთუ ღირდა თქუენდა, რაჲთამცა იყვენით მოძღუარ ჟამისა ამისგან; მერმე კუალად გიჴმსვე მოძღურებაჲ თქუენ, თუ რაჲ არს დასაბამი სწავლისა სიტყუათა ღმრთისათა“.

ეგრეთვე მეცა მწუხარე ვარ, რომელ ვერარას კეთილსა შინა ვხედავ წარმატებასა თქუენსა, და უკუეთუ ამიერითგანცა არავე იწყოთ კეთილსა და არა მოიწყჳდოთ ურიდად ფიცი, მაიძულოთ მე დაჴშვად თქუენდა კარი წმიდისა ეკლესიისა, ვითარცა მეძავთა და მემრუშეთა და კაცისმკლველ-თა, რამეთუ უმჯობეს არს ორთა თანა ანუ სამთა, რომელნი იმარხვიდენ შჯულსა ქრისტეს მცნებათასა, შეწირვად განწესებულთა მათ ლოცვათა, ვიდრეღა შეყვანებად ჩუენ თანა სიმრავლე ერისა გარდამავალისაჲ ბრძანებათა უფლისა ჩემისათა. ნუვინ მდიდარი, ნუვინ ძლიერი, ნუვინ განლაღებული დიდებითა მით წარმავალითა, ზუავი და ანპარტავანი იყავნ ჩემ თანა, რამეთუ ესე ყოველი ზღაპრად შემირაცხიეს და აჩრდილად და სიზმრად, ვინაჲთგან მეცნიერ ვარ, ვითარმედ არავინ დიდებულთაგანი სოფლისათა შემწე მეყოს მე, ოდეს-იგი დღესა მას საშინელსა მომჴდიდენ ბრალსა და მეტყოდინ: რად არა ჯეროვნითა მით სიფიცხითა შური იძიე დაჴსნისათჳს მცნებათა ღმრ...

სრულად ნახვა