...უხვობა გამოავლინოს. სიზარმაცის გამო თავად თავს ნუ მოვაკლებთ მის ნიჭებს, არამედ ვისწრაფოთ და ვიშურვოთ დასაწყისის გადასადგმელად სათნოების გზაზე, რათა ზეციური შეწევნის მიღებით დასასრულამდეც მივაღწიოთ. უმაღლესი ძალის შეწევნის გარეშე ჩვენ ვერაფერ კეთილს შევძლებთ. ამრიგად, მისადმი იმედი, როგორც მტკიცე და საიმედო ღუზას (), ჩავეჭიდოთ, მას დავეყრდნოთ და სათნოების შრომას ნუ შევხედავთ, არამედ შრომის ჯილდოზე ვიფიქროთ და ამგვარად ყველაფერი კეთილგანწყობით ავიტანოთ. ვაჭარიც, ნავსადგურს რომ დატოვებს და ღია ზღვაში გავა, არა მხოლოდ ზღვის ყაჩაღებზე, გემთმსხვრევებზე, ზღვის ურჩხულებსა და ქარის შემოტევაზე, უწყვეტ ქარიშხლებსა და უბედურ შემთხვევებზე ფიქრობს, არამედ ამ საფრთხეების შემდეგ მოსალოდნელ სარგებელზეც და, იმედით გამოკვებილი, კეთილგანწყობით იტანს ყველა შემხვედრ უსიამოვნებას, ოღონდ მეტ ფულს მიიღოს და მათთან ერთად სახლში დაბრუნდეს. მიწათმოქმედიც ასევე არა მხოლოდ მიწის დამუშავების შრომაზე, ძლიერ წვიმებსა და მიწის უნაყოფობაზე, მავთულას შემოტევასა და კალიის მოსვლაზე ფიქრობს, არამედ გონებით კალოსაც წარმოიდგენს და მარცვლის ძნებსაც და ამიტომ ყველაფერს კეთილგანწყობით იტანს — მოსავლის იმედით შრომის სიმძიმეს არ გრძნობს; და თუმცა წარმატება უცნობია, მაინც, სასიამოვნო...
ებრაელთა მიმართ 6:19
18. რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს,19. რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს,20. სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.
ებრაელთა მიმართ თავი 6