თარგმანი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე; განაგდებსა სინანულსა, რომელ იტყჳს თუ — ვერ ჴელ-ეწიფების განახლებაჲ — ნუ იყოფინ! არა სინანულსა განაგდებს, არამედ იტყჳს, ვითარმედ ნათლისღებითა მეორედ განახლებაჲ არღარა არს, რამეთუ განახლებაჲ ნათლისღებისაჲ არს, ხოლო სინანულისაჲ ესე არს, რომელ განახლებულნი ნათლისღებითა და კუალად დაძუელებულნი ცოდვათა მიერ განგუაშორნეს ამის ამაოებისაგან და მეგუცვალნეს, გარნა მასვე ბრწყინვალებასა მოსლვაჲ არღარა არს, რამეთუ მუნ ყოვლითურთ მადლი იყო, რამეთუ არა თქუა თუ — შეუძლებელ არს განახლებაჲ — და დაიდუმა, არამედ ესეცა შესძინა, ვითარმედ: "თანა-ჯუარ-ცუმად ძესა ღმრთისასა და განქიქებად", რამეთუ ნათლისღებაჲ ჯუარ-ცუმაჲ არს, და ვითარცა არა არს მეორედ ქრისტეს ჯუარცუმაჲ, რამეთუ ესე არს განქიქებაჲ, ეგრეთვე, რომელმან მეორედ ნათელს-იღოს, ქრისტეს ჯუარს-აცუამს, რამეთუ, ვითარცა მოკუდა ქრისტჱ ჯუარსა ზედა, ეგრეთვე ჩუენ — ნათლისღებასა შინა.
ებრაელთა მიმართ 6:5
4. რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,5. შეიტკბეს ღვთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის ძალნი,6. მაგრამ მაინც დაეცნენ, - დიახ, შეუძლებელია, რომ ისინი კვლავ განახლდნენ სინანულისთვის, ვინაიდან კვლავინდებურად ჯვარს აცვამენ ძეს ღვთისას და ჰგმობენ.
ებრაელთა მიმართ თავი 6