მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ თავი 5

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების ერთგზის ნათელღებულთა, რომელთა გემოჲ უხილავს ნიჭითა მათ ზეცისათა და ზიარ-ყოფილ არიან სულისა წმიდისა და კეთილი იგი გემოჲ უხილავს, სიტყუაჲ ღმრთისა და ძალი მერმეთა მათ საუკუნეთაჲ და მერე შესცოდეს, და კუალად განახლებაჲ მათი სინანულითა და თანაჯუარ-ცუმად თავი მათი ძე კაცისასა და განქიქებად (6,4-6).

თარგმანი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე; განაგდებსა სინანულსა, რომელ იტყჳს თუ — ვერ ჴელ-ეწიფების განახლებაჲ — ნუ იყოფინ! არა სინანულსა განაგდებს, არამედ იტყჳს, ვითარმედ ნათლისღებითა მეორედ განახლებაჲ არღარა არს, რამეთუ განახლებაჲ ნათლისღებისაჲ არს, ხოლო სინანულისაჲ ესე არს, რომელ განახლებულნი ნათლისღებითა და კუალად დაძუელებულნი ცოდვათა მიერ განგუაშორნეს ამის ამაოებისაგან და მეგუცვალნეს, გარნა მასვე ბრწყინვალებასა მოსლვაჲ არღარა არს, რამეთუ მუნ ყოვლითურთ მადლი იყო, რამეთუ არა თქუა თუ — შეუძლებელ არს განახლებაჲ — და დაიდუმა, არამედ ესეცა შესძინა, ვითარმედ: "თანა-ჯუარ-ცუმად ძესა ღმრთისასა და განქიქებად", რამეთუ ნათლისღებაჲ ჯუარ-ცუმაჲ არს, და ვითარცა არა არს მეორედ ქრისტეს ჯუარცუმაჲ, რამეთუ ესე არს განქიქებაჲ, ეგრეთვე, რომელმან მეორედ ნათელს-იღოს, ქრისტეს ჯუარს-აცუამს, რამეთუ, ვითარცა მოკუდა ქრისტჱ ჯუარსა ზედა, ეგრეთვე ჩუენ — ნათლისღებასა შინა.