...ანწყობასა და სიყვარულს ლოტის მიმართ, როგორ აჩვენებს, რომ ლოტის მტრებს თავის მტრებად მიიჩნევდა? „და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან" (). იმავეს ამბობს წმინდა პავლეც: „იხილეთ-ღა, რაბამ იყო ესე, რომელსა-იგი ათეულიცა მისცა აბრაჰამ რჩეულთა მათგან მამათმთავარმან" (). ანუ, ნადავლიდან, რასაც აბრაამი თან მოჰქონდა, მელქისედეკს გაუნაწილა, — კერძოდ, მოტანილის მეათედი ნაწილი გამოუყო, და ამით ყველასთვის მოძღვარი გახდა იმაში, რომ ღვთის მიმართ მადლიერი უნდა იყო და ყველაფრის პირველნაყოფი შესწირო, რასაც ღმერთი მოგვმადლებს. შემდეგ სოდომის მეფემ, პატრიარქის სულგრძელობით გაოცებულმა, უთხრა: „მომცენ მე კაცნი, ხოლო ცხენნი წარასხ თავისა შენისად" (). შესანიშნავია მეფის მადლიერება, მაგრამ შეხედე მართლის სიბრძნისმოყვარეობასაც. „და თქუა აბრაამ მეფისა მიმართ სოდომისა: განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან შექმნნა ცაჲ და ქუეყანაჲ. უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა მოვიღო ყოველთაგან შენთა, რათა არა სთქუა, ვითარმედ: მე განვამდიდრე აბრაამ თჳნიერ ღმრთისა" (). დიდია პატრიარქის სიმდიდრისა...
ებრაელთა მიმართ 7:4
3. უდედმამო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, არამედ, მსგავსად ღვთის ძისა, მღვდლად რჩება უკუნისამდე.4. მაშ, იხილეთ, რაოდენ დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაამმა თავისი ნადავლის მეათედი უწილადა.5. ლევის ძეთა შორის მღვდლობის მიმღებთ მცნებადა აქვთ, მეათედს კრეფდნენ ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ესენიც აბრაამის წიაღიდან არიან გამოსულნი.
ებრაელთა მიმართ თავი 7