მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 9:12

11. ხოლო ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი, მოვიდა უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი, არა იმნაირად შექმნილი კარვით.12. კაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა.13. ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი, პკურებით გაწმენდს შებილწულთ, რათა წმიდა იყოს ხორცი,
ებრაელთა მიმართ თავი 9
12. კაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მვ ზიარებისათჳს:

...-ჰყოფს ჩუენგან და მოუწოდს ანგელოზთა ჩუენდა და მეუფესა მას ანგელოზ-თასა, რამეთუ სადა იხილონ სისხლი იგი სამეუფოჲ, ივლტიან ეშმაკნი, და მიისწრაფიან მუნ ანგელოზნი. ესე სისხლი დაითხია რაჲ, ყოველივე სოფელი განბანა. ფრიად რაჲმე სიბრძნისმეტყუელებს ამის სისხლისათჳს ნეტარი პავლე ებისტოლესა მას შინა ებრაელთასა. ამან სისხლმან უხილავნი იგი და წმიდანი წმიდათანი განწმიდნა; ხოლო უკუეთუ სახესა მისსა ესეოდენი ძალი აქუნდა ტაძარსა მას შინა ებრაელთასა, და ეგჳპტესა შინაცა წირთხლთა ზედა ცხებული იგი, მაშა ჭეშმარიტებით ქმნილი ესე სისხლი მისი, რომლისაჲ იგი ყოველი სახჱ იყო, ვითარ არა ფრიად და მოუგონებელად დიდ იყოს?

ამან სისხლმან ოქროჲსა იგი საკურთხეველი წმიდა-ყო. თჳნიერ ამისა ვერ იკადრებდა მღდელთმოძღუარი შინაგანსა მას ტაძარსა შესლვად. ამან განწმიდნა ცოდვანი პირველთა მათ სახეთა შინა და იგავთა, ხოლო უკუეთუ სახეთა მათ შინა და იგავთა ესეოდენი ძალი აქუნდა, უკუეთუ აჩრდილისაგან სიკუდილი შეძრწუნდა, ჭეშმარიტებისაგან ვითარ არამცა უზომოდ შეძრწუნდა? ესე არს ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ, ამით განიბანების სული, ამით შეიმკვების, ამით გამოიჴურვების, ესე ცეცხლისა უბრწყინვალეს ჰყოფს გონებასა ჩუენსა, ესე ოქროჲსა უწმიდეს ჰყოფს სულსა. ესე სისხლი დაითხია და ცანი კაცთა სავალად...

სრულად ნახვა