📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „დრტჳნვიდეს მისთჳს ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ, და იტყოდეს: არა ესე არს იესუ, ძჱ იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს აწ ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?“ (6,41-42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „რომელთაჲ ღმერთი მუცელი არს, და დიდებაჲ მათი არს სირცხჳლსა შინა მათსა“,1 ვითარცა მოციქული იტყჳს ჰურიათათჳს; და ესე საცნაურ არს პირველთა მათცა სიტყუათაგან და საცნაურ არს აწინდელთა ამათცა სიტყუათაგან, რაჟამს-იგი მოუჴდეს ქრისტეს, რამეთუ ოდეს-იგი პური მისცა მათ და მუცელი მათი აღმოავსო, წინაჲსწარმეტყუელით ჰხადოდეს მას და მეფედ დადგინებად ეძიებდეს, ხოლო რა-ჟამს-იგი სულიერისა მის საზრდელისათჳს ასწავებდა და ცხორებისათჳს საუკუნოჲსა, რაჟამს-იგი ქუეყანისა ამის ხილულთაგან საქმეთა აღამაღლებდა და აღდგომისათჳს ეტყოდა და გონებათა მათთა წმიდა-ჰყოფდა, რაჟამს-იგი უმეტესად ჯერ-იყო განკჳრვებაჲ და თაყუანის-ცემაჲ მისი, მაშინ უმეტესად დრტჳნვენ.
არამედ მითხართღა თქუენ, ჵ ჰურიანო, უკუეთუ ეგე არს წინაჲსწარმეტყუელი იგი, რომლისათჳს თქუენ იტყოდეთ, ვითარმედ: ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იგი, რომლისათჳს თქუა მოსე, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“.2 და ვინაჲთგან ამას იტყოდეთ და წინაჲსწარმეტყუელად შეგერაცხა იგი, ჯერ-იყო, რაჲთამცა ისმინეთ მისი და დაიჯერეთმცა სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, ვითარმედ: „ზეცით გარდამოვჴედ“. არამედ იხილეთ მათი იგი უგულისხმოებაჲ, ვი-თარ არა ირწმუნებდეს მისსა, არამედ დრტჳნვიდეს და ჯერეთ ერიდებოდეს, რამეთუ ახლად ქმნილ იყო ოდენ სასწაული პურთაჲ მათ, და ამისთჳს ცხადად არა სიტყუა-უგებდეს მას ჟამსა, არამედ დრტჳნვიდეს და ესრეთ აჩუენებდეს, ვითარმედ მრისხანე იყვნეს, რომელ-იგი არა დაუგო მათ ტაბლაჲ იგი, რომლისათჳს ჰსუროდა, და დრტჳნვიდეს და იტყოდეს: „არა ესე არსო ძჱ იოსებისი?“ და ამის მიერ საცნაურ არს, ვი-თარმედ საკჳრველსა მას შობასა მისსა უმეცარ იყვნეს, ამისთჳს უწოდდეს მას ძედ იოსებისა. ხოლო იგი არა ჰრისხვიდა მათ, არცა ეტყოდა მათ, თუ: არა ვარ ძჱ იოსებისი; არა თუ ამისთჳს არა ეტყოდა, თუ: არა ძჱ ვარ იოსებისი, რომელ ძჱ მისი იყო, არამედ ამისთჳს, რამეთუ არღა ძალ-ედვა ტჳრთვად და გულისხმის-ყოფად საკჳრველისა მის შობისა. და უკუეთუ ჴორციელისა მის შობისა მისისა სმენად ვერ ძალ-ედვა, ვითარ
1 ფილიპ. 3,19. 2 2 სჯ. 18,15.
არა უფროჲსად გამოუთქუმელისა მის მამისაგან შობისა მისისა სმენადმცა ვერ ძალ-ედვა? უკუეთუ უმდაბლჱსი იგი არა გამოუცხადა, უმაღლჱსიმცა იგი ვითარ უთხრა? დაღაცათუ ესე უფროჲსად დააბრკოლებდა მათ, რომელ ესრეთ გლახაკისა და უნდოჲსა მამისა ძე ეწოდებოდა, გარნა ამასცა ყოველსა ზედა არავე გამოუცხადა, რაჲთამცა არა, ვიდრეღა ენება ერთისა მის დაბრკოლებისა განმართლებად, უმეტესსამცა დაბრკოლებასა შთაცჳვეს. არამედ იხილეთ, რასა ეტყჳს, და-რაჲ-ბრკოლდებოდეს მისა მიმართ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არავის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მომავლინებელმან ჩემმან მამამან მოიყვანოს იგი ჩემდა“ (6,44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას სიტყუასა ზედამიუვლენ მანიქეველნი და იტყჳან, ვითარმედ: არარაჲ არს ჩუენ ზედა, ხოლო ესე აჩუენებს უფროჲსად თჳთუფლებასა ნებათა ჩუენთასა. გარნა იგინი იტყჳან, ვითარმედ: უკუეთუ ვინ მივალს მისა მიმართ და ძალ-უც ნებსით მისლვად, რადღა უჴმს მას მიყვანებაჲ? არამედ ესე სიტყუაჲ არა თუ თჳთმფლობელობასა ჩუენსა აყენებს, არამედ გამოაჩინებს, ვითარმედ შეწევნაჲ გჳჴმს ჩუენ, და გულისხმა-გჳყოფს ჩუენ აქა არა თუ ამას, თუ უნებლიაჲთ მოიყვანებს მამაჲ, არამედ ამას, ვითარმედ შეწევნაჲ გჳჴმს ჩუენ ღმრთისამიერი, და მერმე გჳჩუენებს სახესა მასცა მოყვანებისა მისისასა. რამეთუ რაჲთა არავინ კუალად ხილული რაჲმე გულისხმა-ყოს ღმრთისათჳს, ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა თუ ღმერთი ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ“ (6,46).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ: „და ვითარ მოიყვანებს?“ ისმინენ მან წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარ იტყოდა პირველვე, ვითარმედ: „იყვნენ ყოველნივე ღმრთივსწავლულ“ (6,45). იხილეა პატივი იგი სარწმუნოებისაჲ, ვითარმედ არა კაცთაგან არს, არცა კაცთა მიერ, არამედ თავადისა მიერ ღმრთისა ისწავების იგი? ამისთჳსცა დასამტკიცებელად სიტყჳსა თჳსისა წინაჲსწარმეტყუელთა მიმართ მიავლინნა იგინი. გარნა უკუეთუ ყოველნივე ღმრთივსწავლულ იყვნენ, ვითარ ვიეთმე არა ჰრწამს? ამისთჳს, რამეთუ სიტყუაჲ იგი სიმრავლესა მას მორწმუნეთასა მოასწავებს. და კუალად წინაჲსწარმეტყუელი მათ ეტყჳს ყოველთა, რომელთა ენებოს, ვითარმედ მჯდომარე არს იგი მასწავლელად განმზადებულად მიცემად ყოველთადა მისმიერი კეთილი, რომელთა ოდენ ენებოს მიღებად.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (6,44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არამცირედ გამოჩნდების აქა პატივი იგი ძისაჲ, რომელ-ესე გუესმის, თუ მამაჲ მოიყვანებს მისა, და იგი აღადგინებს.
ხოლო ესე თქუმულ არს არა თუ ამისთჳს, რომელ მისი საქმჱ განყოფილ არს მამისაგან, - რამეთუ ვითარმცა იყო ესე? - არამედ სწორებასა მას ძალისასა აჩუენებს. რამეთუ ვითარცა-იგი იტყოდა რაჲ, ვითარმედ: „მომავლინებელი ჩემი მამაჲ წამებს ჩემთჳს“, რაჲთა არა კაცობრივსა ჴმასა ეძიებდენ, ამისთჳს უჩუენნა მათ სიტყუანი წერილთანი, ეგრეთვე აქა, რაჲთა არა ესევითარი ვერაჲ მოიგონონ, წინაჲსწარმეტყუელ-თავე მიმართ მიავლენს და ზედაჲსზედა ზე და ქუე აქცევს მათ, რაჲთა გამოაჩინოს თავი თჳსი, ვითარმედ არა წინააღმდგომ არს მამისა. და უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: და პირველ მისა ვითარ იყვნეს, არა ღმრთივსწავლულ იყვნესა? რაჲ იქმნა აწ უკუე უმეტესობაჲ? - ამისთჳს იქმნა აწ უკუე უმეტესობაჲ, რამეთუ მაშინ კაცთა მიერ იქმნებოდა სწავლაჲ, ხოლო აწ მხოლოდშობილისა მიერ ძისა ღმრთისა და სულისა მიერ წმიდისა. მერმე უკუე თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაჲ არავის უხილავს, გარნა რომელი-იგი ღმრთისაგან არს“ (6,46).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამას არა სიტყჳთა მით მიზეზისაჲთა იტყჳს, არამედ სიტყჳთა მით ბუნებისაჲთა, თუ არა, უკუეთუმცა სიტყჳთა მით მიზეზისაჲთა იტყოდა, ჩუენ ყოველნი ღმრთისაგან ვართ, ხოლო სადა არს უმეტესობაჲ იგი ძისაჲ და ყოველთაგან განყოფილებაჲ? ანუ რაჲსათჳს არა გამოცხადებულადრე ჰრქუა მათ? გარნა უძლურებისათჳს მათისა ქმნა ესე, რამეთუ უკუეთუ რაჟამს-იგი თქუა, ვითარმედ: „გარდამოვჴედ ზეცით“, და იგინი დაბრკოლდეს, უკუეთუმცა ესე ეთხრა, რაჲმცა ყვეს? ხოლო „პურად ცხორებისა“1 უწესს თავსა თჳსსა, რამეთუ იგი არს, რომლისა მიერ ცხორებაჲ ჩუენი ჰგიეს, აწინდელიცა და მერმჱცა. და იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან ჭამოს პური ესე, ცხოვნდეს უკუნისამდე“.2 ხოლო „პურად“ აქა გინა თუ სწავლათა მათ იტყჳს ცხოველსმყოფელთა და სარწმუნოებასა მისსა, ანუ ჴორცსა თჳსსა, რამეთუ ორივე ესე განა-ძლიერებს და იპყრობს და გამოჰზრდის სულსა.
იხილეთ უკუე, თუ ვინაჲ იქმს მანანაჲსა მიმართ განყოფილებასა მისსა: აღსასრულისაგან ჯერ-არს ორისავე საზრდელისა ხილვაჲ. რამეთუ რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა უცხოსა რასმე საქმესა იქმოდა იგი, ამისთჳს თქუა, ვითარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოსწყდეს“ (6,49).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და მერმე შეჰმზადებს სიტყუასა თჳსსა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ფრიად უმეტესსა ღირსქმნულ არიან იგინი, ვიდრე მამანი მათნი, ვითარ მოსე და მსგავსნი მისნი, საკჳრველნი იგი კაცნი; ამისთჳს თქუა:
1 იოან. 6,35,48. 2 იოან. 6,51,58.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოკუდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე“ (6,49,51).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესეცა სიტყუაჲ, თუ: „უდაბნოსა ზედა“, არა ცუდად თქუა, არამედ რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არცა დაყო მან მანანამან ჟამი მრავალი, არცა იყოფვოდა მათ თანა და შევიდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა; ხოლო ესე პური არა ესევითარი არს. „და პური იგი, რომელი მე მივსცე ცხორებისათჳს სოფლისა“.1 ხოლო ამას ადგილსა საძიებელ არს, თუ რაჲ ჟამი იყო იგი ამათ სიტყუათაჲ, რომელნი დამჴსნელ იყვნეს მრავალთა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი წარვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: „ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე. ვის ძალუც სმენად ამისა?“2 რამეთუ ჯერ-იყო მოწაფეთა მისთა მიმართ თჳსაგან თქუმად, ვითარცა-იგი მათეცა იტყოდა, ვითარმედ თჳსაგან ეტყჳნ მათ.
რაჲ ვთქუათ უკუე ამისთჳს? რაჲ იყო საჴმრობაჲ ამათ სიტყუათაჲ? ფრიად იყო საჴმრობაჲ და საქმჱ, რამეთუ ვინაჲთგან აიძულებდეს მას და სთხოვდეს საზრდელსა ჴორციელსა და მამათა მათთა მოცემულსა მას საზრდელსა აჴსენებდეს და მანანასა დიდად საქმედ უწესდეს, ამისთჳს ენება ჩინებად, ვითარმედ იგი ყოველივე სახჱ იყო და აჩრდილი, ხოლო მისნი იგი საქმენი არიან ჭეშმარიტება. ამისთჳს აჴსენა საზრდელი იგი სულიერი. არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ჯერ-იყო თქუმაჲ, თუ: „მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოს“, ხოლო მე პური მიგეც თქუენ, გარნა ფრიადი არს განყოფილებაჲ ამას შინა, რამეთუ შერაცხილ იყო მანანაჲსა მის საკჳრველებაჲ უზეშთაეს პურთასა, რამეთუ იგი ზეცით მოსრულ იყო, ხოლო ესე ქუეყანასა ზედა იქმნა სასწაული. ვინაჲთგან უკუე ეძიებდეს ზეცით მომავალსა საზრდელსა, ამისთჳს ზედაჲსზედა ეტყოდა მათ, ვითარმედ: „ზეცით გარდამოვჴედ“. უკუეთუ კულა ვინ გამოეძიებდეს, თუ რაჲსათჳს იწყო მაშინ თქუმად საიდუმლოთათჳს ჴორცისა და სისხლისა მისისათა, ესრეთ ვჰრქუათ მას, ვითარმედ ფრიად იყო მაშინ მათ სიტყუათა მისთა ჟამი, რამეთუ დაფარულებაჲ თქუმულთაჲ მარადის მსმენელსა განაფრთხილებს და კეთილად მსმენელ-ჰყოფს. და ამისთჳს არა დაბრკოლებაჲ ჯერ-იყო, არამედ უფროჲსად კითხვაჲ და გამოძიებაჲ, ხოლო იგინი წარვიდეს. გარნა უკუეთუ წინაჲსწარმეტყუელად შეერაცხა იგი, ჯერ-იყო რწმუნებაჲ სიტყუათა მისთაჲ. ამისთჳსცა საცნაურ არს, ვითარმედ მათისა უგუნურებისაგან იყო დაბრკოლებაჲ იგი და არა დაფარულებისაგან და სიძნელისა თქუმულთა მისთაჲსა.
ხოლო შენ იხილე, თუ ვითარ მცირედ-მცირედ მოიყვანებს მათ თავისა მიმართ თჳსისა, რამეთუ აქა თავსა თჳსსა იტყჳს მიმცემელად
1 შდრ. იოან. 6,51. 2 იოან. 6,60.
პურისა მის, ვითარმედ: „პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელი მე მივსცე ცხორებისათჳს სოფლისა“ (6,51). გარნა თქუას ვინმე, ვითარმედ: უცხო იყო სწავლაჲ იგი და შეცვალებული. გარნა იოვანე პირველითგანვე მოასწავა ესე, ტარიგად რაჲ სახელ-სდვა მას. და უკუეთუ ვინ იტყჳს, თუ: დაღაცათუ იოვანე ესე თქუა, გარნა ვერვე გულისხმა-ეყო მათ, - ხოლო ესე მეცა უწყი, გარნა არცა მოწაფეთა უწყოდეს, რამეთუ უკუეთუ აღდგომისათჳს ჯერეთ არარაჲ უწყოდეს, ამისთჳსცა ვერ გულისხმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშჱნო იგი“.1 და ვინაჲთგან იგი ვერ გულისხმაყვეს, ესემცა არა უფროჲსად ვერ გულისხმა-ყვესა? რამეთუ ესენი ფრიად უძნელეს იყვნეს, ვიდრეღა იგინი; და კუალად ამისთჳსცა, რომელ-ესე იცოდეს, თუ წინაჲსწარმეტყუელნი სხუანიცა აღდგომილ არიან, გარნა ესე, ვის თუ ჴორცი ძისა კაცისაჲ უჭამიეს, არღასადა ასმიოდა, რამეთუ არცა ვის სადა უთქუამს ესე წინაჲსწარმეტყუელთაგანსა; არამედ ამას ყოველსა ზედა დაღაცათუ ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, შე-ვე-უდგეს მას და აღიარებდეს, ვითარმედ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი ჰქონან. რამეთუ ესე არს საქმჱ მოწფისაჲ, რაჲთა არა გამოეძიებდეს საქმეთა მოძღურისა თჳსისათა, არამედ ოდენ ისმენდეს და ირწმუნებდეს მისსა და ჟამსა მარჯუესა მოელოდის, ოდეს შეუძლოს გულისხმის-ყოფად სიტყუათა მათ. ხოლო რომელთა-იგი წინააღმდგომი ქმნეს და წარვიდეს მისგან მართლუკუნ, ესე მათისა მის ბოროტებისა და უგულისხმოებისაგან იქმნა, რამეთუ რაჟამს ძიებაჲ შემოვიდეს, თუ: ესე ვითარ არს, და იგი ვითარ? ძიებასა მას თანა შემოვალს ურწმუნოებაჲცა.
ეგრეთვე უკუე ნიკოდემოსცა განკჳრვებულ იყო და იტყოდა, ვი-თარმედ: „ვითარ შეუძლოს კაცმან მუცელსა დედისასა შესლვად?!“2 და ესენიცა ესრეთვე შეშფოთებულ იყვნეს და იტყოდეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?“ (6,52).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ უკუეთუ ვითარობასა ეძიებთ პურთა მათ ზედა, რად არა ჰქმენით ესე და სთქუთ, თუ: ვითარ ხუთნი იგი ესრეთ განამრავლნა? გარნა ამისთჳს იქმნა ესე, რამეთუ განძღომასა ოდენ ჰხედევდით მაშინ და არა სასწაულსა მას. უკუეთუ კულა ამას იტყჳთ, თუ: მაშინ საქმემან გუასწავა ჩუენ და გულსავსე ვიქმნენით, არამედ ვინაჲთგან მაშინ საქმით იხილეთ და გულსავსე იქმნენით, ჯერ-იყო, რაჲ-თამცა მისგან ესეცა დაირწმუნეთ, რამეთუ ამისთჳს პირველვე ქმნა დიდი იგი სასწაული, რაჲთა მისგან ისწაოთ და არღარა ურწმუნო იყვნეთ მისა.
1 იოან. 2,19. 2 შდრ. იოან. 3,4.
სწავლაჲ მვ ზიარებისათჳს
გარნა მათ მაშინ არაჲ ნაყოფი გამოიღეს სიტყუათა მათგან უფლისათა, ხოლო ჩუენ ქველისმოქმედებაჲ მისი საქმითცა მოვიღეთ; ამისთჳს კეთილ არს, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, თუ რაჲ არს საკჳრველი ესე საიდუმლოჲსა ამის ზიარებისაჲ, და რაჲსათჳს მოგუეცა, და რაჲ არს სარგებელი საქმისაჲ მის.
ისმინეთ უკუე და გულისხმა-ყავთ, რამეთუ ერთ გუამ ვართ და ასოებ ჴორცთა მისთაგანნი და ძუალთა, ხოლო რომელნი-ეგე ნათელღებულნი ხართ და გულისხმისმყოფელნი, თქუენ ისმინეთ სიტყუაჲ ესე და გულისხმა-ყავთ: ვინაჲთგან უკუე ასონი ვართ მისნი, ხოლო მას ენება, რაჲთამცა არა სიტყჳთ ოდენ იყო ესე, არამედ საქმითცა შევერთნეთ ჴორცთა მისთა, ხოლო ესე იქმნებოდა ამის მიერ, რომელი-ესე მოგუეცა საიდუმლოჲ, რაჲ-თამცა გჳჩუენა სიყუარული, რომელი აქუს ჩუენდა მომართ, ამისთჳსცა შეაერთა თავი თჳსი ჩუენ თანა, რაჲთა ესრეთ ერთ ვიქმნნეთ მის თანა, ვითარცა ერთ არს გუამი თავსა თანა, რამეთუ ესე არს საქმჱ ფრიადისა სიყუარულისა სახჱ. და ამას მოასწავებდა იობ, იტყოდა რაჲ მონათა მათთჳს, რომელთადა ფრიად სასურველ იყო, ვითარ იგინი იტყოდეს მრავლისა მის მათისა სურვილისაგან, ვითარმედ: „ვინ მოგუცეს ჴორცთაგან მისთა განძღომად?“1 ამისთჳსცა ქრისტემან ქმნა ესე, რაჲთა უმეტესად სიყუარულად მისა მომიყვანნეს ჩუენ და თჳსიცა სიყუარული გჳჩუენოს, რომელი აქუს ჩუენდა მომართ, და არა ხილვად ოდენ მისა ღირს-მყოფს ჩუენ, არამედ შეხებადცა და ჭამად მისა და ცოხნად კბილითა ჩუენითა უხრწნელსა ჴორცსა მისსა და შეერთებად მისდა და აღსრულებად სურვილისა მის ჩუენისა.
აწ უკუე, ძმანო, ესრეთ წარვიდოდით ტაბლისა მისგან, ვითარცა ლომნი, რომელთა სცჳვინ ცეცხლი, ესრეთ საშინელ ვიყვნეთ ეშმაკისა და ანგელოზთა მისთა; და დავივიწყებდეთ თავთა ჩუენთა და ვიჴსენებდეთ სიყუარულსა მას, რომელი ქმნა მან ჩუენ ზედა, რომელი-იგი მეტყჳს ჩუენ, ვითარმედ: მშობელთა მათ ჴორციელთა მრავალგზის სხუა-თა მისცნიან აღზრდად შვილნი მათნი, არამედ მე არა ესრეთ ვიქმო, გარნა ჴორცითა ჩემითა გზრდი თქუენ და თავსა ჩემსა წინაშე დაგიდებ თქუენ, რამეთუ მნებავს, რაჲთამცა თქუენ ყოველნი მთავარ და დიდებულ იქმნენით, და მოგცემ თქუენ სასოებათა კეთილთა საუკუნოჲსა მისთჳს; რამეთუ რომელსა-ესე აქავე თავი ჩემი მიმიცემიეს თქუენდა, და არა უფროჲსად მას საუკუნესა ვყოა ესე, რომელმან-ესე ვინებე ძმად
1 იობ 31,31.
თქუენდა ყოფად, ზიარ ვიქმენ თქუენთჳს ჴორცთა და სისხლთა? და კუალად ჴორცსა მას და სისხლსა მიგცემ თქუენ, რომელთათჳს ვიქმენ ზიარ მათა.
აწ უკუე ესე სისხლი, ძმანო, ხატსა მას სამეუფოსა კეთილად გამოსახავს და განაბრწყინვებს ჩუენ შორის; ესე პატიოსნებასა მას სულისასა და მთავრობასა დაშრეტად და დაჭნობად არა უტევებს, არამედ რწყავს მას ზედაჲსზედა და ზრდის; ესე სიკეთჱ არს მიუთხრობელი, რამეთუ ჴორციელთა ჭამადთაგან ჩუენ შორის განმრავლებული იგი სისხლი არა მეყსეულად სისხლ იქმნების, არამედ სხუად ნივთად შეიცვალების პირველ და მერმეღა იქმნების სისხლ, ხოლო ესე არა ესრეთ არს, არამედ მი-რაჲ-ვიღოთ, მეყსეულად სულსა მოჰრწყავს და დიდსა ძალსა მისცემს მას. ესე სისხლი საიდუმლოჲსაჲ იოტებს ეშმაკთა და შორს-ჰყოფს ჩუენგან და მოუწოდს ანგელოზთა ჩუენდა და მეუფესა მას ანგელოზ-თასა, რამეთუ სადა იხილონ სისხლი იგი სამეუფოჲ, ივლტიან ეშმაკნი, და მიისწრაფიან მუნ ანგელოზნი. ესე სისხლი დაითხია რაჲ, ყოველივე სოფელი განბანა. ფრიად რაჲმე სიბრძნისმეტყუელებს ამის სისხლისათჳს ნეტარი პავლე ებისტოლესა მას შინა ებრაელთასა.1 ამან სისხლმან უხილავნი იგი და წმიდანი წმიდათანი განწმიდნა; ხოლო უკუეთუ სახესა მისსა ესეოდენი ძალი აქუნდა ტაძარსა მას შინა ებრაელთასა, და ეგჳპტესა შინაცა წირთხლთა ზედა ცხებული იგი, მაშა ჭეშმარიტებით ქმნილი ესე სისხლი მისი, რომლისაჲ იგი ყოველი სახჱ იყო, ვითარ არა ფრიად და მოუგონებელად დიდ იყოს?
ამან სისხლმან ოქროჲსა იგი საკურთხეველი წმიდა-ყო. თჳნიერ ამისა ვერ იკადრებდა მღდელთმოძღუარი შინაგანსა მას ტაძარსა შესლვად. ამან განწმიდნა ცოდვანი პირველთა მათ სახეთა შინა და იგავთა, ხოლო უკუეთუ სახეთა მათ შინა და იგავთა ესეოდენი ძალი აქუნდა, უკუეთუ აჩრდილისაგან სიკუდილი შეძრწუნდა, ჭეშმარიტებისაგან ვითარ არამცა უზომოდ შეძრწუნდა? ესე არს ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ, ამით განიბანების სული, ამით შეიმკვების, ამით გამოიჴურვების, ესე ცეცხლისა უბრწყინვალეს ჰყოფს გონებასა ჩუენსა, ესე ოქროჲსა უწმიდეს ჰყოფს სულსა. ესე სისხლი დაითხია და ცანი კაცთა სავალად ყვნა.
ჭეშმარიტად საშინელ არიან საიდუმლონი იგი ეკლესიათანი, ჭეშმარიტად საშინელ არს საიდუმლოჲ ესე. აღმოვიდოდა სამოთხით წყაროჲ და ხილულთა მდინარეთა აღმოაცენებდა, ხოლო ამის ტაბლისაგან აღმოვალს წყაროჲ და სულიერთა მდინარეთა აღმოაცენებს; ამას წყაროსა თანა დანერგულ არიან არა ძეწნნი უნაყოფონი, არამედ ხენი, რომელნი ზეცას მისწუდებიან, სავსენი მარადის ნაყოფითა მწიფითა და დაუჭნომელითა.
1 შდრ. ებრ. 9,12-22.
რომელიცა უკუე შეჭირვებულ არს სიცხისაგან, ამას წყაროსა მოეახლენ და განაგრილენ სიცხჱ იგი თჳსი, რამეთუ ესე წყაროჲ ხორშაკსა დაჰჴსნის და ყოველთავე შეშთომილთა სიცხისაგან ნუგეშინის-სცემს, არა სიცხესა მზისასა, არამედ სიცხესა განჴურვებულთა მათ მტერისა ისარ-თასა, რამეთუ დასაბამი მისი ზეცით არს, და ძირი მისი მუნ არს, ვინაჲცა მოირწყვის. მრავალნი არიან ნაკადულნი და ნეკტარნი და სადინებელნი ამის წყაროჲსანი, რომელთა განავლენს ნუგეშინისმცემელი იგი სული, და შუამდგომელ არს მხოლოდშობილი იგი ძჱ. არა თუ სათხროლი აქუს და კუალსა იქმს, არამედ გონებათა ჩუენთა განახუამს ძალითა თჳსითა.
ესე წყაროჲ ნათლისა წყაროჲ არს, აღმომაცენებელი შარავანდედთა ჭეშმარიტებისათა. ამას წყაროსა წინაშე წარმოდგომილ არიან ზეცისა ძალნი და ჰხედვენ შუენიერებასა მას ღელვათა მისთასა, რამეთუ იგინი უმეტეს ჩუენსა ჰხედვენ წინამდებარეთა მათ საიდუმლოთა ძალსა და ბრწყინვალებასა მას მათსა თუალთშეუდგამსა. რამეთუ ვითარცა ოქროჲ რაჲ დნებინ ბრძმედსა შინა, გინა თუ ჴელი ვინ შთაყოს მას შინა, გინა თუ ენაჲ, მეყსეულად ოქროჲსფერად გარდაიქცევის, ეგრეთვე წმიდანი იგი საიდუმლონი ჰყოფენ სულსა. რამეთუ ესე მდინარჱ მჴურვალე არს უფროჲს ცეცხლისა, გარნა არა შემწუველ არს, არამედ აწდობს ოდენ და შეუმუსრველ-ჰყოფს, რომელი მივიდეს მისა.
ესე სისხლი პირველითგანვე გამოისახვოდა მარადის საკურთხეველთა ზედა და სიკუდილთა მათ შინა წმიდათასა; ესე არს სასყიდელი ყოვლისა სოფლისაჲ; ამით მოიყიდა ქრისტემან ეკლესიაჲ, ამით შეამკო იგი ყოვლით კერძო. რამეთუ ვითარცა კაცი რომელი მოიყიდინ მონათა, ოქროჲ მისცის, და უკუეთუ შემკობაჲ მათი ჰნებავნ, ოქროჲთავე ქმნის იგი, ეგრეთვე ქრისტემან მომიყიდნა ჩუენ სისხლითა თჳსითა და კუალად შემამკვნა ჩუენ სისხლითავე თჳსითა; და რომელნი ამის სისხლისაგან ეზიარებოდიან, იგინი ანგელოზთა თანა და მთავარანგელოზთა და ძალთა ზეცისათა მდგომარე არიან. და არა ვიტყჳ არაღირსებით, არამედ სიწმიდით. და შეუმოსიეს სამოსელი იგი სამეუფოჲ და საჭურველი იგი სულიერი. და რად ესრეთ ვიტყჳ? რამეთუ თავადი იგი მეუფჱ ყოველთაჲ შეუმოსიეს.
ჰხედავა, ვითარ დიდ არს საქმჱ ესე და დიდებულ? აწ უკუე უწყოდე, ვითარმედ რაოდენ ესე დიდ არს და საკჳრველ, ეგრეთვე უკუეთუ სიწმიდით მოუჴდე მას, ცხორებად თავისა შენისა მისრულ ხარ; უკუეთუ კულა ბოროტითა გონებითა და შეგინებულითა მოუჴდე, დასაშჯელად და წარსაწყმედელად თავისა შენისა მიიღებ, „რამეთუ რომელი ჭამდეს და სუმიდეს უღირსებით, იგი დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს მას“.1 რამეთუ უკუეთუ რომელთა შეაგინონ და დააბაყლონ პორფირი იგი
1 1 კორ. 11,29.
სამეუფოჲ, მსგავსად მათსა, რომელთა დახიონ, დაიტანჯნენ, ესეცა არა სადამე უჯერო არს, ვითარმედ რომელთა არაწმიდითა გონებითა მიიღონ ჴორცი და სისხლი ქრისტესი, დაისაჯებიან მსგავსადვე მათსა, რომელთა დაჰმშჭუალეს იგი ძელსა ზედა.
იხილე უკუე, ვითარ საშინელად გამოაჩინა პავლე საშჯელი იგი უღირსთაჲ და თქუა, ვითარმედ: „შეურაცხ-თუ-ყოს ვინმე შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორთა ანუ სამთა მოწამეთა ზე, მოკუდების. ხოლო რაოდენ უფროჲსისა საშჯელისა ჰგონებთ ღირს-ყოფად, რომელმან ძჱ ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ ლიტონად შეჰრაცხოს, რომლისა მიერ წმიდა იქმნა?“1
ამისთჳს უკუე ვეკრძალნეთ თავთა ჩუენთა, ძმანო ჩემნო საყუარელნო, რომელთადა მოცემულ არიან ესევითარნი ესე კეთილნი, და რაჟამს გუენებოს ბოროტისა რაჲსამე თქუმად, ანუ აღვიტაცებოდით გულისწყრომად და რისხვად, ანუ სხუად რადმე ვნებად, მაშინ მოვი-ჴსენოთ, თუ ვითართა საქმეთა ღირსქმნულ ვართ, ვითარი სული მოცემულ არს ჩუენდა, და იყავნ ესე სიტყუაჲ აღჳრმსხმელ ბოროტთა მათ ვნებათა. რამეთუ ვიდრემდის შემშჭუალულ ვართ წარმავალთა ამათ საქმეთა? ვიდრემდის არა განვიფრთხობთ? ვიდრემდის არა ვზრუნავთ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა? გულისხმა-ვყოთ, თუ ვითართა კეთილთა ღირს უქმნიეთ ქრისტესა, ვჰმადლობდეთ მას და ვადიდებდეთ მას ნუ სარწმუნოებითა ოდენ, არამედ საქმითაცა, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ კეთილთა მათ საუკუნეთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.