მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეკლესიასტე 2:8

7. შევიძინე მონა-მხევალნი, და მრავლად მესხნენ სახლში სახლეულნი; მყავდა ცხვარ-ძროხა იმათზე მეტი, ვისაც ჩემს უწინ უმეფია იერუსალიმში.8. დავაგროვე ოქრო და ვერცხლი, მეფეთა განძი ყოველი მხარის; გავიჩინე მგალობელნი, კაცნი და ქალნი, და სიამენი ხორციელნი, ულამაზეს ხარჭათა დასი.9. განვიდიდე და გავმდიდრდი უმეტეს მათსა, ვინც ჩემს წინარე არსებულა იერუსალიმს; და სიბრძნე ჩემი მევე მეყუდნა.
ეკლესიასტე თავი 2
8. დავაგროვე ოქრო და ვერცხლი, მეფეთა განძი ყოველი მხარის; გავიჩინე მგალობელნი, კაცნი და ქალნი, და სიამენი ხორციელნი, ულამაზეს ხარჭათა დასი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...ოწეულთაჲ ფრიადი იყო ჩემი უფროს ყოველთა, რაოდენი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალიმს“** (), „შევკრიბე მე ოქროცა და ვეცხლიცა უფროს მეფეთა და სოფელთა, და ვყვენ ჩემდა შემასხმელნი მამანი და დედანი საშუებელად ძეთა თანა კაცთასა, და ვყვენ ჩემდა მწდენი მამანი და დედანი“ ()1. რამეთუ არავინ ყოფილა ასე ფუფუნებაში მცხოვრები, არავინ — ასე დიდებული, არავინ — ასე ბრძენი, არავინ — ასე მმართველი, არავინ — ისე, რომ ყველაფერი თავისი სურვილისამებრ წარმატებით განხორციელებული ეხილა. მაშ, რა? არაფერი ისარგებლა მათგან; არამედ რას ამბობს ამ ყველაფრის შემდეგ? „ამაოება ამაოთა, - თქუა ეკლესიასტე, - ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო“ () — და არა უბრალოდ ამაოება, არამედ მეტისმეტად. ვერწმუნოთ მას, გევედრებით, ვინც გამოცდილებით მოვიდა; ვერწმუნოთ მას და მოვეჭიდოთ ისეთ საქმეებს, სადაც აღარ არის ამაოე...

სრულად ნახვა