მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეკლესიასტე 3:2

1. ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში.2. ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა.3. ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა.
ეკლესიასტე თავი 3
2. ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„მე ვარ უფალი" — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...ეს თავისთავად კეთილი და ის ბოროტი კი არ არის, არამედ შესაფერის ჟამს კეთილად იქცევა, თუნდაც მძიმე ჩანდეს, ხოლო როცა შესაფერისი ჟამი არ აქვს, მაშინ არა. იგი ამბობდა: „ჟამი ტირილისაჲ და ჟამი სიცილისაჲ“ (); და ასევე: „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“ ()6. რადგან სიხარული ყველგან როდია კეთილი; არის შემთხვევა, როცა საზიანოცაა. არც დამწუხრებაა ყველგან კეთილი; არის შემთხვევა, როცა სასიკვდილო და დამღუპველიცაა. და ამისვე საჩვენებლად პავლეც ამბობდა: „ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულისა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმნს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს“ ().

5.

ხედავ, რომ ესეც შუალედურთაგან არის? მაშასადამე, მისი საპირისპიროც შუალედურთაგან არის - სიხარულს ვგულისხმობ. ამიტომაც უბრალო სიხარული კი არ უბრძანა, არამედ: **„იხარეთ უფალში“...

სრულად ნახვა