მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეკლესიასტე 4:12

11. თუ ორნი დაწვნენ, გათბებიან; მარტომყოფს კი რაღა გაათბობს!12. თუ ერთს დასძლევს ვინმე, ორი ხომ გაუმკლავდება. მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი.13. ღატაკი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობს მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც უკვე ვერას ისწავლის.
ეკლესიასტე თავი 4
12. თუ ერთს დასძლევს ვინმე, ორი ხომ გაუმკლავდება. მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 132-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ძმათა ერთსულოვნება და სიყვარულის კურთხევა:

...1. და სხვაც, მის ძალას საიდუმლოდ მიანიშნებს და ამბობს: „უკეთუ დაწვნენ ორნი, განტფენ იგინი“ () და „საბელისმოდებული არა ადრე განსქდეს“ (). რადგან აქ სიამესაც და ძალასაც აჩვენებს და ცხადყოფს, რომ მშვიდად ყოფნისას დიდი იქნება სიამე, ხოლო მოქმედებისას დიდი იქნება ძალა.

და კვლავ: „ძმაჲ ძმისაჲ შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი“ (). და ქრისტეც ამბობს: „სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (). ამას თვით ბუნებაც მოითხოვს. ამიტომაც დასაბამიდან, როცა ღმერთი ადამიანს ქმნიდა, ამბობდა: „არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა“ (); და როცა ამ არსებას ქმნიდა, ქალს ვგულისხმობ, საჭიროების აუცილებლობით...

სრულად ნახვა