...რადგან სხვა ადგილებში მდიდრისა და გლახაკის ერთად ნახვა შეუძლებელია: არც სასამართლოებში, არც სამეფო კარებზე, არც მოედნებზე, არც ტრაპეზებზე; არამედ ერთი პატივშია, მეორე - შეურაცხყოფაში; ერთი კადნიერებაშია, მეორე - სირცხვილში, რადგან „უპოვარის სიბრძნეს აბუჩად იგდებენ და მის სიტყვებს ყურს არავინ უგდებს“ ()2. ილაპარაკა მდიდარმა და გაამართლეს იგი; ილაპარაკა ღარიბმა და ადგილი არ მიეცა. მაგრამ აქ ასე არ არის. რადგან ეკლესიაში ვერ მოვითმენ ანგარებასა და უგუნურებას, არამედ მოძღვრებას ყველასთვის საერთო სახით ვდებ წინ. იხილე მოძღვრის გონიერება: ჯერ კიდევ საჯარო სიტყვის დაწყებამდე, მხოლოდ მოწოდებით, როგორ გამოიტანა სწავლების უდიდესი წესი. რადგან, როცა ყველანი ერთად მოუხმო, არც ის დაუშვა, რომ ერთს თავი აემაღლებინა, და არც ის, რომ მეორე დამცირებულიყო, არამედ აჩვენა, რომ არც სიმდიდრეა სიკეთე და არც სიღარიბეა ბოროტება; ისინი ზედმეტ და გარედან დართულ საგნებს ეკუთვნის...
ეკლესიასტე 9:16
15. აღმოჩნდა იქ კაცი ვინმე უპოვარი, მაგრამ ბრძენი და იხსნა ქალაქი თავისი სიბრძნით, მაგრამ უპოვარი იგი არავის აღარ გახსენებია.16. ვთქვი: სიბრძნე ძალზე უპირატესია, მაგრამ უპოვარის სიბრძნეს აბუჩად იგდებენ და მის სიტყვებს ყურს არავინ უგდებს.17. ბრძენთა სიტყვები, წყნარად ნათქვამი, უმჯობესია, ვიდრე სულელთა მთავრის ყვირილი.
ეკლესიასტე თავი 9