მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 1:12

11. რომელშიაც გავხდით მემკვიდრენი, რაც წინასწარვე განკუთვნილი იყო ჩვენთვის მისი განჩინების თანახმად, ვინც ყველაფერს აღასრულებს თავისი ნებით,12. რათა მისი დიდების მაქებარნი ვყოფილიყავით, იმთავითვე ქრისტეს მოიმედენი;13. მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,
ეფესელთა მიმართ თავი 1
12. რათა მისი დიდების მაქებარნი ვყოფილიყავით, იმთავითვე ქრისტეს მოიმედენი;
თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელნი-ესე წინაჲსწარ მოსავ ვიყვენით ქრისტესსა (1,12).:

თარგმანი: თავსა თჳსსა წარმართთა თანა შეჰრთავს, ვითარცა ქადაგი მათი, და იტყჳს, ვითარმედ: ჩუენ წარმართთათჳს, რომელნი-ესე, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, წინაჲსწარ მოსავ ვიქმნენით ქრისტესსა; ესე იგი არს, ვითარმედ: რომელთა წინაჲსწარ გურწმენა ქრისტესი, ჩუენ მიერ ჯერ-არს საქმით დიდებაჲ მისი, რაჲთა ესრეთ ვმოქალაქობდეთ, რომელ ყოველნი მხედველნი წესიერებისა ჩუენისანი ჩუენ ძლით ადიდებდენ მამასა ჩუენსა ზეცათასა, რომელმან ესრეთ მიშვილნა წარწყმედულნი ესე, რომელ სახილველადცა საწადელ და სარგებელ ვართ მრავალთა, რომელნი-ესე პირველ ვიყვენით წარმართ და კერპთმსახურ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის