მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

პავლე მოციქულისა წიგნი ეფესელთა მიმართ

პავლე მოციქული ნებითა ღმრთისაჲთა, წმიდათა მაგათ, რომელნი ხართ ეფესოს შინა (1,1).

გუაკურთხენ, მამაო.

ეფესოჲ დედაქალაქი არს ასიაჲსაჲ, სადა-იგი იყო სახელგანთქუმული ტაძარი არტემისი, და ამას ქალაქსა შინა შეკრებულ იყვნეს მრავალგანსმენილნი იგი ბრძენნი ასიაჲსანი, რომელთა მიმართ, ვითარცა მრავალჴელოვანთა, სიღრმით და მოქცევობით ჰყოფს სიტყუათა თჳსთა ყოველსავე ამას შინა ებისტოლესა, რამეთუ, აჰა, მყის დასაბამსა ცხად ჰყოფს, ვითარმედ მოციქულებაჲ და ქადაგებაჲ ქრისტესი ნებითა ღმრთისა მამისაჲთა არს, რომელმან-იგი მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა. ხოლო შენ იხილე მაშინდელი სიმდიდრე კაცთა სათნოებისაჲ, ვითარ წმიდად უწოდს კაცთა სოფლიოთა და ქორწინებულთა, რომელი აწ ძლით ითქუმის სოფლით განშორებულთათჳს და უქორწინებელთა.

მოციქულისაჲ: და სარწმუნოთა ქრისტე იესუჲს მიერ (1,1).

თარგმანი: ესე არს სარწმუნო ყოფაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა მცნებათაებრ და ბრძანებათა მისთა ვიდოდის და სადიდებელად სახელისა მისისა იქცეოდის.

მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესსა (1,2).

თარგმანი: კეთილად ყო "მადლისა" მიერ დაწყებაჲ, რამეთუ მადლით უწოდთ ღმერთსა მამად ჩუენდა, და მადლით მოტევებითა პირველთა ბრალთაჲთა მისცა ძემან თავი თჳსი საჴსრად ჩუენდა და გამომიჴსნნა ჩუენ მონებისაგან ცოდვისა.

მოციქულისაჲ: კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი (1,3).

თარგმანი: ჩუენი ღმერთი არს ბუნებით, ხოლო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მამაჲ ბუნებით. და კუალად, ჩუენი მამაჲ არს განგებულებით, და მისდა ღმრთად ითქუმის განგებულებით, ჴორცთა მათთჳს, რომელნი ჩუენგან შეისხნა ჭეშმარიტებით.

მოციქულისაჲ: რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა (1,3).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ თანა-შეტყუებით თქუმულ არს კურთხევასა თანა ჰურიათასა, რამეთუ იგინი ჴორციელად რაჲმე იკურთხეოდეს, ხოლო ჩუენ სულიერად მიკურთხევით; ვითარ-იგი მათი გესმის, ვითარ იკურთხევიან ნაშობნი მუცლისანი და შესლვაჲ და განსლვაჲ, ხოლო ჩუენი კურთხევაჲ ყოველივე სულიერ არს, რამეთუ უკუდავ ქმნულ ვართ, აზნაურ, შვილ, მართალ, ძმა, თანამკჳდრ; მის თანა ვსუფევთ; მის თანა ვიდიდებით.

მოციქულისაჲ: ცათა შინა ქრისტეს მიერ (1,3).

თარგმანი: ესე არს "ცათა შინა ქრისტეს მიერ", რამეთუ მუნ დასუა ქრისტემან დასაბამი თბისა ჩუენისაჲ, რაჲთა თაყუანის-იცემებოდის ქერობინთა მიერ. და კუალად ესეცა, რამეთუ არა ჰურიათაებრ ქუეყანისაჲთა ვიკურთხევით, ვითარ-იგი მათთჳს ითქუმოდა: "აღმოგიცენოს ქუეყანამან თაფლი და სძე, და აკურთხოს უფალმან ქვეყანაჲ შენი და კეთილსა ქუეყანისასა შჭამდე". ხოლო ჩუენდა აღთქუმა არს სასუფეველი ზეცისაჲ, და არა მოსეს მიერ ანუ სხჳსა წინაჲსწარმეტყუელთაგანისა, არამედ თჳთ თავადისა ქრისტეს მიერ ვიკურთხევით.

მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი გამოგჳრჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა (1,4).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: "რომლისა მიერ გუაკურთხნა, მის მიერვე გამოგჳრჩინა", ხოლო "უწინარეს სოფლის დაბადებისა" ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ წინა მრავლით ჟამით პირველ სოფლის დაბადებისა განგებულ იყო განჩინებაჲ კაცთა ცხორებისაჲ, რომლისაჲ სრულიადი მიმთხუევაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს ესმას მარჯუენითთა მათ: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი პირველ სოფლის დაბადებისა" ().

მოციქულისაჲ: რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ წმიდა და უბიწო წინაშე მისსა სიყუარულით (1,4).

თარგმანი: ამისთჳს გამორჩეულ ვართ მის მიერ, რაჲთა წმიდა ვიქმნნეთ სარწმუნოებითა და უბიწო სათნოდ მოქალაქობითა, რომელ არს სწორებით მოგებაჲ სარწმუნოებისა მართლისა და საქმეთა კეთილთაჲ. ხოლო წინაშე მისსა წმიდა და უბიწო ყოფაჲ ესრეთ გულისჴმა-ყავ, რამეთუ იყვის ვინმე კაცთა წინაშე საგონებელ წმიდა და უბიწო, არამედ მაშინღა არს მტკიცე სიწმიდე და უბიწოებაჲ, რაჟამს არა კაცთა საჩუენებელ იყოს გარეშე, არამედ წინაშე მხედველისა მის დაფარულთაჲსა ღირსებით წარდგებოდის სრულებით სიწმიდითა ჴორცთა და გონებისაჲთა, რამეთუ იგი არს მიზეზიცა ყოვლისა კეთილისაჲ და განმრჩეველიცა დრკუჲსა და მართლისაჲ, რომელმან-იგი წმიდა და უბიწო მყვნა წინაშე მისსა; არა რაჲსა სხჳსათჳს, არამედ სიყუარულისა მისთჳს, რომლითა მან თავადმან შემიყუარნა ჩუენ.

მოციქულისაჲ: წინაჲსწარ გჳჩინნა ჩუენ შვილებად იესუ ქრისტეს მიერ მისსა მიმართ (1,5).

თარგმანი: დიდ არს შვილებისაცა ღმრთისა მადლი, ხოლო უმეტეს არს, რაჟამს არა მონისა ღმრთისა, არცა ანგელოზისა ღმრთისა, არამედ თჳთ თავადისა ძისა ღმრთისა შუამდგომელობითა იქმნეს, ხოლო შვილებაჲ ღმრთისაჲ რაჲღამცა იყო სხუაჲ, თჳნიერ მის თავადისა მიმართ აღყვანებაჲ ჩუენი?

მოციქულისაჲ: სათნოებისაებრ ნებისა მისისა (1,5).

თარგმანი: ესე იყო სათნოებაჲ ნებისა ღმრთისაჲ, რაჲთა არარაჲთა სხჳთა, არამედ მადლით მიტევებითა პირველთა ბრალთაჲთა განამართლნეს მკჳდრნი ქუეყანისანი.

მოციქულისაჲ: საქებელად დიდებისა მადლისა მისისა, რომლითა მოგუმადლა ჩუენ საყუარელისა მის მიერ (1,6).

თარგმანი: არათუ ჩუენ მიერ შეემატა რაჲმე დიდებასა მას ყოველსავე შინა სრულისა და უნაკლულოჲსასა, არამედ ჩუენ ზედა ქმნილთა ქველის-მოქმედებათა მიერ განაცხადა საქებელობაჲ დიდებისა მადლისა მისისაჲ, რომლითა არა მოგუმადლა ოდენ, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, სახარულევან მყვნა საყუარელისა მის მიერ; რამეთუ პირველად წინაშე თუალთა მისთა წმიდა და უბიწო მყვნა, რაჲთა არა ხოლო გარეშე, არამედ შინაგანცა უნაკლულო მყვნეს, სრულებითა სარწმუნოებისა და კეთილთა საქმეთაჲთა. ამისსა შემდგომად განწმედაჲ იგი ჩუენი სიხარულ ყო ანგელოზთა და მთავარანგელოზთა და ყოველთა ძალთა ზეცისათა, რაჲთა გული-უთქუას მეუფესა სიკეთისა მომართ ჩუენისა, და ესე ყოველი მიყო ჩუენ საყუარელისა მის მიერ შუამდგომელისა, რომლისათჳს წამებს: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი" ().

მოციქულისაჲ: რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ, სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა, რომელი-იგი გარდაჰმატა ჩუენდა მომართ (1,7-8).

თარგმანი: ეჰა საკჳრველი, ვითარ უმადლონი და განდგომილნი არა ხოლო ცუდად გამოგჳჴსნნა, არამედ საჴსრითა, და საჴსრითა ესოდენ განსაკრთომელითა, რომელ არს სისხლი ძისაჲ, რომლითა აჩუენა ჩუენ ზედა გარდამატებულებაჲ მადლთა თჳსთაჲ, რაჟამს დაგლახაკებულნი განგუამდიდრნა, და სიმდიდრითა ღმრთისაჲთა და სიმდიდრითა მადლისაჲთა.

მოციქულისაჲ: ყოვლითა სიბრძნითა და გონიერებითა (1,8).

თარგმანი: ორსახე არს შეტყუებაჲ სიტყჳსაჲ ამის, რამეთუ ბრძენ და გონიერ მყვნა, და რამეთუ სიბრძნე და გონიერებაჲ თჳსი მაუწყა ჩუენ.

მოციქულისაჲ: გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი ნებისა მისისაჲ სათნოებისაებრ მისისა, რომელი-იგი წინაჲთვე განაჩინა მას შინა (1,9).

თარგმანი: რაჲმცა იყო უღრმეს ამის საიდუმლოჲსა, რაჟამს ძე თჳსი მისცეს საჴსრად მტერთა და განდგომილთა, მამამან, რომელმან სათნო-იყო ჯუარცუმითა ძისაჲთა ცხორებაჲ კაცთაჲ, და ამისი განზრახვაჲ პირველ საუკუნეთა განჩინებული მას შინა, ესე იგი არს, რაჲ-იგი აქუნდა საიდუმლოდ თავსა შინა თჳსსა პირველ საუკუნეთა და ვიდრე მოაქამდე, ესე აწ განმიცხადა ჩუენ, ვითარმედ დასაბამი თბისა ჩუენისაჲ ეგულების მას დასუმად მარჯუენით თჳსსა.

მოციქულისაჲ: განსაგებელად აღსავსებისა მის ჟამთაჲსა (1,10).

თარგმანი: აღსავსებად ჟამთა უწოდს არა ლიტონად, არამედ წინაჲსწარითა განგებულებითა, აღსასრულსა ჟამთასა ქმნილსა მოსლვასა და ჴორცთშესხმასა ძისა მხოლოდშობილისასა, რაჟამს ყოველივე ეჩუენა ღმერთსა ანგელოზთა მიერ და შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთა, და რაჟამს ამით ყოვლითა ვერ შესაძლებელ იქმნა ცხორებაჲ კაცთაჲ, და განწირული მიახდა წარსაწყმედელად, მაშინ ჟამიერ ყო ჴორცთა შესხმაჲ ძისაჲ, რაჲთა ეწიოს მადლით განმართლებად და ცხორებად ცოდვისა მიერ წარწყმედად მიახლებულთა.

მოციქულისაჲ: თავ-ყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაჲ-იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა; მისსა მიმართ (1,10-11).

თარგმანი: ვინაჲთგან ბუნებით ერთი იყო ღმერთი, დამბადებელი ყოველთა ზეცისათა და ქუეყანისათაჲ, არამედ საცთურსა ბოროტისა მტერისასა განეჭრნეს ქუეყანისანი ზეცისათაგან, არა მისვე და ერთისა ღმრთისა დამბადებელისა მონებითა, არამედ კერპთა საცთურსა მიდევნებითა. ამისთჳს მოსლვამან ქრისტესმან შეაერთნა რაჲ მიმო-განწვალებულნი იგი ქუეყანისანი და დაჰჴსნა შუვაკედელი მტერობისაჲ, რომელ აქუნდა ზეცისათა ქუეყანისათა მომართ, ვითარცა განდგომილთათჳს მეუფისა მათისაგან, ამისთჳს იგი თავადი ქრისტე იქმნა ლოდ, თავ საკიდურთა, და ესევითარითა სახითა მსგავსად ასოთა მიმოდაბნეულთა შეაერთნა ერთგუამ ყოფად მისსა მიმართ ზეცისანი და ქუეყანისანი, რაჲთა იგი თავადი იყოს თავ მათ ყოველთა. ესე ყოველი მოკლითა სიტყჳთა წარმოთქუა მოციქულმან გულისჴმისმყოფელთა მიმართ, და თავ-ყოფად იტყჳს მკუეთრ ქმნილსა მას განახლებასა ქრისტეს მიერსა, ვითარ განჴორციელებითა და ვნებითა თჳსითა მოკუდავებაჲ კაცთაჲ აღადგინა, და უკუდავ და თავისუფალ ყო ხრწნილებისაგან, რომლისათჳს უხილავნი ძალნი ზეცისანი მის მიერითა მხიარულებითა აღავსნა, რაჟამს იხილეს, ვითარ წარჴდა სალმობაჲ, მწუხარებაჲ და სულთქუმაჲ პირისაგან ქუეყანისა.

მოციქულისაჲ: რომელსა შინაცა განვეწესენით (1,11).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რომელსა შინაცა განვიწილენით; ესე იგი არს, ვითარმედ: წილ-გუხუდა მკჳდრობაჲ იგი, ასო ქრისტესსა და ერთგუამ მის თანა ყოფისაჲ.

მოციქულისაჲ: და წინაჲსწარ ვიჩინენით ნებითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი ყოველივე შექმნა ზრახვისაებრ ნებისა მისისა (1,11).

თარგმანი: ვინაჲთგან წილი მკჳდრობისაჲ მრავალგზის არა ღირსებისა გინა სათნოებისათჳს, არამედ დამთხუევით მიეცემის ვიეთმე, ამისთჳს ზედა-დაჰრთავს წინაჲსწარ ჩინებულობასა, ვითარმედ დაღაცათუ უღირს ვართ წილთხუდომად მკჳდრობისა ამის, გარნა არავე დამთხუევით იქმნა, არამედ წინაჲსწარ განჩინებულ იყო ქრისტეს მიერ ცხორებაჲ ჩუენი, ნებითა ღმრთისაჲთა, რომელმან ყოველივე შექმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. ამისსა შემდგომად იტყჳს "ზრახვისაებრ ნებისა მისისასა", ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ ქრისტე ჰურიათა ეტყოდა აღსაშენებელად მათდა, ვითარმედ: "არა ვიდრემე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), არამედ ნუვინ ჰგონებს თუ ჰურიათა განდგომისათჳს იქმნა ცხორებაჲ წარმართთაჲ, რომელი-იგი წინა-განჩინებულ იყო ნებითა ღმრთისაჲთა, ხოლო იქმნა თჳსსა ჟამსა, ოდეს-იგი ჯერ-იყო ქმნად.

მოციქულისაჲ: რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელნი-ესე წინაჲსწარ მოსავ ვიყვენით ქრისტესსა (1,12).

თარგმანი: თავსა თჳსსა წარმართთა თანა შეჰრთავს, ვითარცა ქადაგი მათი, და იტყჳს, ვითარმედ: ჩუენ წარმართთათჳს, რომელნი-ესე, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, წინაჲსწარ მოსავ ვიქმნენით ქრისტესსა; ესე იგი არს, ვითარმედ: რომელთა წინაჲსწარ გურწმენა ქრისტესი, ჩუენ მიერ ჯერ-არს საქმით დიდებაჲ მისი, რაჲთა ესრეთ ვმოქალაქობდეთ, რომელ ყოველნი მხედველნი წესიერებისა ჩუენისანი ჩუენ ძლით ადიდებდენ მამასა ჩუენსა ზეცათასა, რომელმან ესრეთ მიშვილნა წარწყმედულნი ესე, რომელ სახილველადცა საწადელ და სარგებელ ვართ მრავალთა, რომელნი-ესე პირველ ვიყვენით წარმართ და კერპთმსახურ.

მოციქულისაჲ: რომლისა მიერ და თქუენცა გესმა სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, სახარებაჲ იგი ცხორებისა თქუენისაჲ (1,13).

თარგმანი: ვითარ-იგი ებრაელთა მიმართ დასწერს, ვითარმედ: "მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა" (), ეგრეთვე ეფესელთა ეტყჳს, ვითარმედ: ქრისტეს მიერ, ძისა ღმრთისა, გესმა თქუენ სიტყუაჲ; არღარა სახითი და იგავითი, არამედ საქმითი და ჭეშმარიტებითი; არცა ჰურიაებრ აჩრდილთა შინა შჯულისათა, არამედ დღესა შინა სახარებისა ამის ცხორებისასა, რომელი-ესე აცხოვნებს მორჩილთა მისთა.

მოციქულისაჲ: რომლითაცა-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა (1,13).

თარგმანი: აღიბეჭდნეს ჰურიანიცა, არამედ წინადაცუეთითა, მსგავსად აღნიშნვისა პირუტყუთა საცხოვართაჲსა, აღვიბეჭდენით და ჩუენცა მორწმუნენი, არამედ ვითარცა შვილნი სულითა წმიდითა აღთქუმისაჲთა, რამეთუ მრჩობლ არიან აღთქუმანი: პირველად — წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, გესმოდის რაჲ: "მივჰფინო სულისაგან ჩემისა" (), და მეორედ — ქრისტესგან, ვითარმედ: "მოიღოთ ძალი მოსლვასა თქუენ ზედა სულისა წმიდისასა" ().

მოციქულისაჲ: რომელ-იგი არს წინდი მკჳდრობისა ჩუენისაჲ, გამოსაჴსრად შეწევნისა ჩუენისა, საქებელად დიდებისა მისისა (1,14).

თარგმანი: წინდად საუკუნოჲსა მკჳდრობისა უწოდს სულსა წმიდასა, რამეთუ არა ხოლო აღთქუმა არს, არამედ წინდცა უეჭუელობისა მათისა; და კუალად, გამოსაჴსრად შეწევნისა ჩუენისა, რამეთუ დაღაცათუ აწვე გამოჴსნილ ვართ, არამედ მაშინ იქმნების უსრულესი გამოჴსნაჲ, რაჟამს არა ხოლო ცოდვათა და ვნებათაგან საეშმაკოთა, არამედ ცოდვილთა და ვნებულთა კაცთა მახლობელობისაგან გამოიჴსნნენ წმიდანი, რაჟამს-იგი მწყემსმან მან განარჩინეს ცხოვარნი თიკანთაგან, და იფქლი — ღუარძლისაგან, რომელსა ეწოდების ჭეშმარიტი შეწევნაჲ, რაჟამს დაუყენებელ და განუწვალებელ იყოს წმიდათაგან ხედვაჲ ღმრთისაჲ და არარაჲ იყოს მათ შორის კრეტსაბმელი, ანუ სიზრქისა ჴორცთაჲსაჲ ანუ არმურისა სოფლიოთა შფოთთა და ვნებათაჲსაჲ. ხოლო ესე ყოველი იქმნების ჩუენ ზედა, არა რაჲსა სხჳსათჳს, არამედ საქებელად დიდებისა ღმრთისა, რამეთუ რაჟამს ყოველივე ვყოთ, მაშინ არავე ჩუენთა საქმეთაგან, არამედ წყალობათა მისთა სიმრავლისაგან მოგუენიჭების მკჳდრობაჲ ზეცისა სუფევისაჲ, რომელი-იგი ამისთჳს განგჳმზადა ჩუენ, რაჲთა ჩუენ ზედა ქმნილთა წყალობათა ურიცხუებისათჳს უმეტეს იდიდოს სახელი წმიდაჲ მისი.