მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 1:15

14. რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად.15. ამიტომ მეც, როცა გავიგე თქვენი რწმენა უფალ იესოსადმი და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,16. გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ,
ეფესელთა მიმართ თავი 1
15. ამიტომ მეც, როცა გავიგე თქვენი რწმენა უფალ იესოსადმი და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,
თავი ბ̂. ლოცვაჲ, რაჲთა ვიცნნეთ ქრისტეს მიერ მონიჭებულნი ჩუენდა კეთილნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს მეცა მესმა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ უფლისა იესუჲს მიერ და სიყუარული იგი, რომელ გაქუს ყოველთა მიმართ წმიდათა. არა დავსცხრები მადლობითა თქუენთჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა (1,15-16).:

თარგმანი: რაჲსა "ამისთჳს"? — გარნა ყოფადისა მისთჳს მოლოდებისა საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისაჲსა განიხარა მოციქულმან სარწმუნოებასა ზედა ეფესელთასა, და უფროჲსღა ამისთჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ მათი საქმითა მით სიყუარულისაჲთა სრულ იქმნა, ვინაჲთგან ესე მარადის ჩვეულებად აქუს მიმყოვრებულსა სარწმუნოებასა — თანაშემწედ მოგებად სასოებისა და სიყუარულისა, და ესენი არიან მომატყუებელნი საუკუნოჲსა მკჳდრობისანი. ამისთჳს ჰმადლობს მათთჳს ღმერთსა მოციქული, და ულოცავს მათ, ხოლო სიყუარულსა მას აქებს, რომელი არა თჳსისა ხოლო ქუეყანისა მახლობელთა წმიდათა, არამედ ყოვლისა სოფლისა მყოფთა წმიდათა მიმართ განფენილ იყოს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის