თარგმანი: ესე არს სიმტკიცე ძლიერებისაჲ, რომელ ბუნებამან ღმრთეებისამან არა უტევა ხილვად განსახრწნელი, ჴორცთა მათ, რომელ ჩუენგან შეისხნა და აღადგინნა მკუდრეთით, რამეთუ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა მრავალსა ადგილსა თჳთვე ითქუმის აღმადგინებელად თავისა თჳსისა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე; ხოლო შენ, გესმეს რაჲ — "რომელ ქმნა ქრისტეს თანა", ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ქრისტე ერთსა მას გუამსა ეწოდების, ჴორცთა მათ ჩუენგან მიღებულთა სიტყჳსა ღმრთისასა. ხოლო ვინაჲთგან ორნი ბუნებანი არიან მის შორის, ამისთჳს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ აღადგინებს ბუნებასა ჴორცთა მათ ჩუენგან მიღებულთასა.
ეფესელთა მიმართ 1:20
19. ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით,20. რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში,21. ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც;
ეფესელთა მიმართ თავი 1