თარგმანი: არა იტყჳს ზეშთა, არამედ უზეშთაეს ყოველთავე ზეცისა ძალთა, რომელთა შორის, ვითარ-ესე აწ ცხად ჰყოფს მოციქული, ნუუკუე არიან დასნი რაჲმე, რომელთა სახელი დაღაცათუ აწ სოფელსა ამას არა ცნობილ, არამედ მერმესა მას საცნაურ იქმნეს. ხოლო შენ, გესმოდის რაჲ აღყვანებაჲ და დასუმაჲ, ჴორცთა მათთჳს გულისჴმა-ყავ ჩუენგან მიღებულთა, რამეთუ ღმრთეებისა ბუნებითა, ვითარცა მამაჲ, ეგრეთვე ძე გარეშეუწერელ არს, ერთარს და თანაარს და სწორ მამისა, დიდებითა და უნაკლულოებითა ყოვლისაჲთა, დაუსაბამოდ და დაუსრულებელად.
ეფესელთა მიმართ 1:21
20. რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში,21. ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც;22. ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა,
ეფესელთა მიმართ თავი 1