მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 1:6

5. თავისი ნებისამებრ წინასწარვე რომ განსაზღვრა ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით,6. რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში,7. ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
ეფესელთა მიმართ თავი 1
6. რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში,
თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საქებელად დიდებისა მადლისა მისისა, რომლითა მოგუმადლა ჩუენ საყუარელისა მის მიერ (1,6).:

თარგმანი: არათუ ჩუენ მიერ შეემატა რაჲმე დიდებასა მას ყოველსავე შინა სრულისა და უნაკლულოჲსასა, არამედ ჩუენ ზედა ქმნილთა ქველის-მოქმედებათა მიერ განაცხადა საქებელობაჲ დიდებისა მადლისა მისისაჲ, რომლითა არა მოგუმადლა ოდენ, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, სახარულევან მყვნა საყუარელისა მის მიერ; რამეთუ პირველად წინაშე თუალთა მისთა წმიდა და უბიწო მყვნა, რაჲთა არა ხოლო გარეშე, არამედ შინაგანცა უნაკლულო მყვნეს, სრულებითა სარწმუნოებისა და კეთილთა საქმეთაჲთა. ამისსა შემდგომად განწმედაჲ იგი ჩუენი სიხარულ ყო ანგელოზთა და მთავარანგელოზთა და ყოველთა ძალთა ზეცისათა, რაჲთა გული-უთქუას მეუფესა სიკეთისა მომართ ჩუენისა, და ესე ყოველი მიყო ჩუენ საყუარელისა მის მიერ შუამდგომელისა, რომლისათჳს წამებს: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი" ().

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის