თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო ღმერთმან, რომელი-იგი მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა შემიყუარნა ჩუენ, და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, განმაცხოველნა ქრისტეს თანა. რამეთუ ამათ სიტყუათა მიერ ცხად ყო მოციქულმან ყოველივე ურიცხუებაჲ ნიჭთა ღმრთისათაჲ, რომელი-იგი არა ლიტონად მოწყალე, არამედ ესოდენ მდიდარ არს წყალობითა, და მრავალ — ჩუენდა მომართ სიყუარულითა, ვითარ შვილნი რისხვისანი, ესოდენ შემიყუარნა, რომელ არა ხოლო მკუდარ ქმნულნი ყოველთა კეთილთა მოქმედებისაგან მიერ გარდასლვითგან მცნებისაჲთ, არამედ აღსავსენიცა ყოველთა ცოდვათა სიმრავლითა, განგუაცხოველნა ქრისტეს თანა. რამეთუ ქრისტეს მკუდრეთით აღდგომითა უეჭუელ და სარწმუნო ყო მკუდრეთით აღდგომაჲ ჩუენი, ვითარმედ, უკუეთუ დასაბამი თბისა ჩუენისაჲ ცხოველ არს, უეჭუელად ჩუენცა განეცხოველდეთ მის თანა.
ეფესელთა მიმართ 2:5
4. მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა,5. ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი),6. მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში,
ეფესელთა მიმართ თავი 2