მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 3:17

16. რომ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცედ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში,17. და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში,18. რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა,
ეფესელთა მიმართ თავი 3
17. და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში,
თავი ე̂. ლოცვაჲ ეკლესიისათჳს, ძლიერებად და დიდებად ღმრთისა და სიყუარულად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა, დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა (3,16-17).:

თარგმანი: იხილე, თუ ვითარსა ურიცხუებასა ნიჭთასა მლოცველ არს მათთჳს, რაჲთა ვითარ-იგი თავადი ღმერთი მდიდარ არს ყოველთა კეთილთა მიერ, ვითარცა თუალი და წყაროჲ კეთილთაჲ, ეგრეთვე მდიდარ ყვნეს მორწმუნენი სახელისა მისისანი, და ძლიერებით განმტკიცებულ ყვნეს დიდებულებითა მით ნიჭისა სულისა წმიდისაჲთა, რომელი-იგი ამისთჳს შინაგანსა კაცსა მიემადლების, რამეთუ გული შინაგანად კაცად სახელ-იდების, და "გულსა შინა მყოფობაჲ" — უმეტესისა მკჳდრობისა და არაოდეს მისგან მოკლებისათჳს ითქუმის, რამეთუ რომლისა შორის იგი მკჳდრ იყოს, მდიდარ ჰყოფს სარწმუნოებითა და განამტკიცებს, რაჲთა არა შეირყეოდის გარეთ კუეთებულთა განსაცდელთაგან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის