თარგმანი: ვინაჲთგან ყოველთა მეუფისაჲ წარმოთქუა, აწ თავისაცა თჳსისასა წარმოუთხრობს, ვითარმედ: "იგი ჯუარს-ეცუა თქუენთჳს, ხოლო მე, აჰა ესერა, შეკრულ ვარ მისთჳს და სიკუდიდ განმზადებულ", რამეთუ რაჟამს ებისტოლესა ამას წერდა, კრულებათა შინა იყო; რაჲსაღამცა სხჳსათჳს, თჳნიერ წარმართთა ქადაგებისათჳს, რომელი-ესე წინაჲსწარ ჰრქუა ღმერთმან ანანიას, ვითარმედ: "ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი ჩემდად, რაჲთა ეტჳრთოს სახელი ჩემი წინაშე წარმართთა" (), რომლისათჳსცა ზეგარდამო წოდებითა და დაბრმობითა თუალთაჲთა ქმნილსა მოქცევასა თჳსსა უწოდს, არა მოღუაწებად მადლისა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, განგებულებად მადლისა; რამეთუ არა კაცთა მიერ განისწავლა, არამედ ქრისტეს მიერ, რომელმან-იგი ჰრქუა, ვითარმედ: "შორიელთა მიმართ წარმართთა მიგავლინებ შენ" ().
1. სწორედ ამიტომ მე, პავლე, იესო ქრისტეს ტყვედ ვიქეც თქვენთვის წარმართთა გულისთვის,2. თუკი გსმენიათ აღმშენებლობა ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა თქვენთვის,3. რადგანაც გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, როგორც უწინ მოგწერეთ კიდეც მოკლედ;
ეფესელთა მიმართ თავი 3