თარგმანი: საუკუნითგან დაფარულად და არცა ერთისა ვის სხჳსა გამოცხადებულად საიდუმლოსა ამას უწოდს ქრისტეს განკაცებისასა, ჯუარცუმასა და დაფლვასა, აღდგომასა და მარჯუენით მამისა დაჯდომასა, მოწოდებასა წარმართთასა, სარწმუნოებით ცხოვნებასა, განჴდასა ჴორციელისა ჰურიისასა, შეერთებასა ორთა ერთასა ერთგუამ ყოფად ქრისტესსა, მეორედ მოსლვასა ქრისტესსა და მისაგებელსა თითოეულისა საქმეთაებრ. ესე ყოველი დაღაცათუ ერთსა ვისმე ანუ მცირედ რიცხუთა რავდენთამე ნათესავისაგანთა ეუწყა, არამედ არა ესრეთ, ვითარ-ესე აწ ზოგად ყოველსა წინაშე განცხადნა ნათესავსა ძეთა კაცთასა, და პირველ ქრისტეს მოსლვისა დაღაცათუ ეუწყის რაჲმე მისთჳს წინაჲსწარმეტყუელთა, არამედ არა ესრეთ განცხადებულად, ვითარ შემდგომად მოსლვისა მისისა მოციქულთა ეუწყა სულითა წმიდითა და მათსა შემდგომადღა წინაჲსწარმეტყუელთაცა უგანცხადებულესად იხილეს წინა-მოსწავებული იგი მათი, თუალით ხილულად და ჴელით განხილულად მოციქულთა მიერ, რამეთუ მოსლვაჲ მისი და მოქცევაჲ წარმართთაჲ საცნაურ და წინა-მოსწავებულ იყო, ხოლო ესოდენსა პატივსა აღსლვაჲ, რაჲთა თანამკჳდრ იქმნნენ მამულთა სიმდიდრეთა, და თანაჴორც — ერთგუამ ყოფითა ქრისტეს...
ეფესელთა მიმართ 3:5
4. როცა წაიკითხავთ, შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ მესმის მე ქრისტეს საიდუმლო,5. რომელიც არ გამოცხადებია ადამის ძეთა სხვა თაობებს, როგორც ამჟამად გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველთ;6. რომ წარმართნიც, სახარების მეოხებით, თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და თანაზიარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში;
ეფესელთა მიმართ თავი 3