მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:10

9. მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო?10. ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი.11. მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად.
ეფესელთა მიმართ თავი 4
10. ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი.
თავი ვ̂. სწავლაჲ სიყუარულისათჳს ერთობითისა და განყოფისათჳს მადლთაჲსა, რომელნი-იგი ზოგადისავე სარგებელისათჳს განყოფილ არიან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი გარდამოჴდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა აღავსნეს ყოველნი (4,10).:

თარგმანი: ზემო ქუესკნელად ქუეყანისა იტყოდა სიკუდილსა და ჯოჯოხეთსა, რამეთუ მათდა მიმართ შთაჴდა უფალი, ვინაჲცა გარდამოსლვამან და სიღრმედ შთასრულობამან ვერ დააყენა უფალი აღსლვად ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა შენ გასწავოს, ვითარმედ რაოდენცა უქუემოეს ყოველთა კაცთა სიმდაბლისა შთაიყვანო თავი შენი, ეგოდენ ზეშთა ყოველთასა აღგამაღლოს შენ ღმერთმან. ხოლო მიზეზსაცა იტყჳს ქრისტეს შთასლვისა და აღსლვისასა, რომელ არს აღვსებაჲ ყოველთაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ, ვითარცა ღმრთეებით მარადის აღავსებს ცასა და ქუეყანასა, ეგრეთვე ჯერ-იჩინა სულითა მით კაცობრივითა შთასლვაჲ ჯოჯოხეთად და კუალად აღმოსლვაჲ მიერ, და ჴორცთა მათ, საფლავსა დადებულთაჲ, აღდგინებაჲ მიერ და აღყვანებაჲ ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა ესრეთ არა ხოლო ღმრთეებით, არამედ კაცებითცა აღავსნეს ყოველნი ზეცისანი და ქუეყანისანი და ქუესკნელისანი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის