თარგმანი: ვინაჲთგან იგი თავადი არს განმგებელი ნიჭთა განყოფისაჲ, ამისთჳს ნუვინ ზუაობს უდიდესობისათჳს, ნუცა მწუხარე არს უმცირესობისათჳს მადლთაჲსა, რამეთუ ყოველივე მაღლ არს. ხოლო უდიდესი და უმცირესი, თუ ვის რაჲ შეეტყუების, ესე მან იცის, განმყოფელმან მადლთამან, რომელმან-იგი ახალსა ამას შინა მოციქულთა წინაჲსწარმეტყუელებისაცა მადლი მისცა, ხოლო ძუელსა შინა წინაჲსწარმეტყუელთა — მოციქულებისაჲ არა მისცა. ამისთჳს შემდგომნი უწინარეს პირველთა იჴსენებიან უმდიდრესობისათჳს ნიჭთაჲსა. ხოლო მახარებელად იტყჳს აღმწერელთა სახარებისათა, და მწყემსად უწოდს ტიმოთეს და ტიტეს და მსგავსთა მისთა, რომელთა ეპისკოპოსობითა ერწმუნა მოძღურებაჲ ეკლესიისაჲ. გარნა შენ იხილე, ვითარ განმყოფელად მადლთა ოდესმე მამასა იტყჳს და ოდესმე ძესა და ოდესმე სულსა წმიდასა, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ ერთ არს და სწორ ყოველივე საქმე მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ.
ეფესელთა მიმართ 4:11
10. ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი.11. მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად.12. რათა სრულეყო წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად,
ეფესელთა მიმართ თავი 4