მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:13

12. რათა სრულეყო წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად,13. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,14. რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით,
ეფესელთა მიმართ თავი 4
13. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,
თავი ვ̂. სწავლაჲ სიყუარულისათჳს ერთობითისა და განყოფისათჳს მადლთაჲსა, რომელნი-იგი ზოგადისავე სარგებელისათჳს განყოფილ არიან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა (4,13).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მუნამდე არს შრომაჲ ჩუენი თითოსახეთა მიერ მსახურებათა, ვიდრემდის თანა-წარვჰჴდეთ სიჩჩოებასა და ვიქმნნეთ მამაკაც სრულ, არღარა სხუებრ და სხუებრ მეტყუელ შჯულთა მართლისა სარწმუნოებისათა, არამედ სწორითა გონებითა გურწმენეს ქრისტე, ვითარცა შუენის მამაკაცსა, დამტკიცებულსა ცნობითა, და არა ჩჩჳლსა, მიმოტაცებულსა გონებითა; რამეთუ ესრეთ იქმნების სისრულე სულიერისა ჰასაკისაჲ მეცნიერებითა ქრისტეს სავსებისაჲთა, ვითარმედ იგივე ერთი არს ძე პირველ საუკუნეთა თანაარსი და თანადაუსაბამოჲ მამისაჲ, და იგივე უკუანაჲსკნელთა ჟამთა განკაცებული ქალწულისაგან, ერთი გუამი ორითა ბუნებითა, ყოვლითურთ სრული — ღმრთეებითა და კაცებითა, რამეთუ ამას გულისჴმის-ყოფასა უწოდს მოციქული მამაკაცად სრულად, რაჲთა მეცნიერ ვიყვნეთ საზომსა ჰასაკისა ქრისტეს სავსებისასა, რომელ არს ღმრთად ჭეშმარიტად და კაცად ჭეშმარიტად აღსაარებაჲ მისი.

ფსალმუნი 5-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სულიერი სამკვიდროს პირობები და აღთქმული საზღაური:

...ცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი“** (), რადგან იგი აწინდელ და მომავალ საუკუნეზე საუბრობს. და კვლავ: „ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი“„მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა“ (). რადგან, ამბობს, აწინდელ ცხოვრებაში, თითქოს რომელიმე გამზრდელთან, ამ ქმნილებით ვიზრდებით; ხოლო როცა მეუფის სახლში შეყვანა გველის, ხრწნილების სამოსელს ვიხდით, უხრწნელებას ვიმოსავთ და სხვა ხვედრში გადავდივართ.

ეს ანდერძი იმითაც დაემუქრა მრავალს, რომ წილის გარეშე დარჩებოდნენ, თუ ჩაწერილი პირობების ღირსნი არ გახდებოდნენ. მაგრამ ვნახოთ, მაშ, რა არის ეს წილი. „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა“ (). მაშ, როგორ უნდა გვესარგებლა ამ ყოველივეთი აწინდელ ცხოვრებაში, როდესაც თვით ამ ყოველივეს ცოდნაც ჩვენს გონებას აღემატება?...

სრულად ნახვა