მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:2

1. ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი.2. მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი.3. ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა.
ეფესელთა მიმართ თავი 4
2. მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი.
თავი ვ̂. სწავლაჲ სიყუარულისათჳს ერთობითისა და განყოფისათჳს მადლთაჲსა, რომელნი-იგი ზოგადისავე სარგებელისათჳს განყოფილ არიან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშჳდითა და სულგრძელებითა თავს-იდებდით ურთიერთას სიყუარულითა (4,2).:

თარგმანი: ესე არიან ნაყოფნი, ღირსნი შვილებისა ღმრთისანი, რაჲთა ყოვლითა სიმდაბლითა, სიმშჳდითა და სულგრძელებითა ყოვლისავე პირისა და ყოვლისა საქმისა მიმართ ჰყოფდეს სიმდაბლესა, სიმშჳდესა და სულგრძელებასა, რომლისა ღონე არს ყოველთა მიმართ ქონებაჲ სიყუარულისაჲ, რამეთუ, სადა სიყუარული იყოს, მუნ ყოველივე ადვილად თავს-იდების.

მოძღვრება ოცდამეხუთესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

განმარტება რიგის სამოციქულოისა (ეფეს. 4, 1-6).

განვიხილოთ და განვმარტოთ, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, დღეს წაკითხული სამოციქულო. თუმცა იგი არის მოკლე სიტყვებითა, გარნა არა აზრებითა. იგი იპყრობს თვის შორის მრავალთა მშვენიერთა, ღრმათა და სასარგებლოთა სწავლათა.

გლოცავ თქვენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რათა ღირსად ჰხვიდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით. ეს არის პირველი მუხლი დღეს წაკითხულისა სამოციქულოისა.

აქ პირველად ჩვენ ის უნდა ავხსნათ, რისთვის ხმარობს პავლე მოციქული ამ სიტყვას: გლოცავ თქვენ? რისთვის არ იტყვის იგი: გიბრძანებ, გამცნებ, ვალად-გადებ, არამედ გლოცავ? მისთვის, ძმანო ჩემნო, რომ ქრისტიანობა დამყარებული არის თავისუფალსა სიყვარულსა ზედა, და არა მონებრივსა შიშსა ზედა. დიაღ, შეეძლო პავლეს, ვითარცა ქრისტეს მოციქულსა, ვითარცა დიდისა უფლებისა და სულიერისა მადლისა მექონესა, ბრძანება მიეცა მორწმუნეთათვის, გარნა იგი, ნაცვლად ამისა, ჰლოცავს მათ, ვინაიდგან შიშით და იძულებით აღსრულება ქრისტეს მცნებათა არად სარგებელ არს, არამედ თავისუფალი და სიყვარულით აღძრული მორჩილება უფლისა სათნო არს მისა.

გლოცავ მე კრული ესე უფლისა მიერ,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის