თარგმანი: იხილე, ვითარ რომელი-იგი საჭირო არს, იგი ყოველთადა საზოგადოდ მოუცემიეს: გამოჴსნაჲ ცოდვათაგან და სიმდიდრე სარწმუნოებისაჲ, მადლი შვილებისაჲ და ერთობაჲ ნათლისღებისაჲ, სასოებასა თანა საუკუნეთა კეთილთასა; ხოლო განყოფაჲ მადლთაჲ — თითოეულისა ძალისა შემსგავსებული, რომელი რომლისადა უმჯობეს არს, და რაოდენსა დაიტევს თითოეული. ვინაჲცა, ამისთჳს ნიჭ უწოდს განყოფასა მადლთასა, რაჲთა, რომელი მიგეღოს მისგან, მისთჳს ჰმადლობდე, რამეთუ ნიჭებით და არა მოსაგებელად რაჲსამე მოუცემიეს. ხოლო რომელი არა მიგეღოს, მისთჳს არა ეშურებოდი მოყუასსა, რამეთუ არა შენი მიუხუეჭიეს, არამედ ქრისტესგან მიუღებიეს, რომელმან-იგი იცოდა, თუ რაჲ უმჯობეს არს შენდა, ანუ რაჲ — მისდა, და თითოეულსა უმჯობესი მოგცა და რაოდენსა დაიტევს ძალი თითოეულისაჲ.
ეფესელთა მიმართ 4:7
6. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული.7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი.8. ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“.
ეფესელთა მიმართ თავი 4