თარგმანი: ჩაფხუტ ცხორებისა არს სასოებაჲ კეთილი, რომელი ყოვლისავე ღუაწლისა და შრომისა აღსუბუქებისათჳს საცხორებელ იწოდების, რამეთუ სასოებითა საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისაჲთა თავს-ვიდებდეთ ყოველთავე ტკივილთა სათნოებისათა, ხოლო მახჳლად სულისა გინა თუ სულსა წმიდასა უწოდს, მკუეთელობისათჳს და განმარჩეველობისა ღუარძლისა იფქლისაგან, ანუ თუ სულიერად ცხორებასა და მოქალაქობასა, რომელი ვითარცა მახჳლი შეგუეწევის წინააღსადგომელად ბრძოლისა მტერთაჲსა, ანუ თუ სულიერსა განყოფასა მადლთასა, რომელი-იგი იქმნების სიტყჳთა და ბრძანებითა უფლისაჲთა, და მკუეთელობითა სიტყჳსაჲთა განარჩევს ბოროტსა კეთილისაგან.
ეფესელთა მიმართ 6:17
16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,
ეფესელთა მიმართ თავი 6