მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 6:23

22. რომელიც სწორედ იმიტომ წარმოვგზავნე, რომ ჩვენი ამბავი შეეტყობინებინა და ენუგეშებინა თქვენი გულები.23. მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ, მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.24. მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ.
ეფესელთა მიმართ თავი 6
23. მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ, მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
თავი ი̂. მცნებაჲ სახისმეტყუელებითა აღჭურვისაჲთა ძალთა მიმართ და ჴელმწიფებათა ბნელისათა ძალითა ქრისტესითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მშვდობაჲ ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (6,23).:

თარგმანი: ორსახე არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ გინათუ ამას იტყჳს, ვითარმედ: მშჳდობაჲ და სიყუარული თანა-აც ქონებად ძმათა მიმართ ოდენ და ზიართა სარწმუნოებისა და მართლმადიდებლობისათა, და არა ურწმუნოთაცა გინა მწვალებელთა, რომელთა თანა ერთობაჲ განმრყუნელი არს სარწმუნოებისაჲ; ანუ თუ ამას, ვითარმედ: არარად სარგებელ არს მშჳდობაჲ და სიყუარული, უკუეთუ არა სარწმუნოებით იყოს და საღმრთოდ, ვითარ-იგი უყუარს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის