თარგმანი: ვითარცა უკუანაჲსკნელნი პატივითა, უუკუანაჲსკნელეს დააწესნა მონანი, და მორჩილებად უბრძანებს ჴორციელთა უფალთა მათთა, რამეთუ ჴორციელობითა ნუგეშინის-სცემს, ვითარმედ მონებაჲ იგი მათი წუთჟამისაჲ და ჴორცთაჲ ხოლო არს, და არა სულისაჲცა. ხოლო არღარა ჩჩჳლებრ ეტყჳს ამათ, ვითარცა ყრმათა, არამედ სრულსა სწავლასა წინა-უყოფს, რამეთუ უკუეთუ თავისუფალთა ურთიერთას მორჩილებაჲ თანა-აც სიყუარულისათჳს ქრისტესისა, რაოდენ უფროჲს — ამათ, რომელნი შჯულსა ქუეშე არიან მონებისასა. და კუალად, ამათი შიში განყოფილ არს სიყუარულით ქონებულისა მისგან შიშისა ცოლთაჲსა, რომელი აქუს ქმართა მიმართ; ამისთჳს მონებრივისა შიშისა განმყოფელად ზედა-დაჰრთო: "შიშით და ძრწოლით". ხოლო ვინაჲთგან იქმნების შიში და ძრწოლაჲ მზაკუვარებითაცა გულისაჲთა, ამისთჳს - "ერთგულებით და სიწრფოებითა გულისაჲთა"; არა სხუებრ, არამედ ვითარცა ქრისტეს მიმართ ამცნებს ქონებად ყოვლისა კრძალულებისა.
4. თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით.5. მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს;6. არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას.
ეფესელთა მიმართ თავი 6