მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 22:13

12. იმ დღეს მოგიწოდათ მეუფემ, ცაბაოთ უფალმა, რომ გეტირათ და გეგლოვათ, თავი მოგეპარსათ და ჯვალო შემოგერტყათ წელზე.13. მაგრამ, აჰა, ლხინი და სიხარულია, ხარების ჟლეტა და ცხვრების ხოცვა, ხორცის ჭამა და ღვინის სმა. ვჭამოთ და ვსვათო, ხვალ მაინც დავიხოცებითო.14. გამოეცხადა ჩემს ყურს ცაბაოთ უფლისაგან: არ გეპატიებათ ეს დანაშაული სიკვდილამდე, თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა.
ესაია თავი 22
13. მაგრამ, აჰა, ლხინი და სიხარულია, ხარების ჟლეტა და ცხვრების ხოცვა, ხორცის ჭამა და ღვინის სმა. ვჭამოთ და ვსვათო, ხვალ მაინც დავიხოცებითო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ობ სიყუარულისათჳს:

...ჯელი, არა ბოროტთა მათთჳს ოდენ, რომელთა ვიქმთ, არამედ ამისთჳსცა, რომელ სახელი ღმრთისაჲ ჩუენ მიერ იგმობვის.

ვიდრემდის უკუე მონაქმნულნი ვართ მრავალთა მათ ვნებათანი? განვეყენნეთ აწ მათგან! ნუმცა ვართ, ვითარცა უგულისხმონი იგი, რომელთათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „ვჭამოთ და ვსუათ, და ხვალე მოვსწყდებით“. ამისთჳსცა აყუედრებდა მათ, ვითარმედ: „ნუუკუე დაემკჳდრნეთა მხოლონი ქუეყანასა ზედა?“ ამისთჳს მეშინის, ნუუკუე დავადგრეთ ბოროტსა შინა და ვპოვოთ საშჯელი საუკუნოჲ. არამედ ჴელ-ვყოთ სათნოებაჲ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა