მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 26:10

9. ჩემი სამშვინველი გნატრობდა ღამღამობით, ჩემი სული გეძებდა ჩემს გულში დილით; რადგან, როდესაც მსჯავრს სდებდი ქვეყანას, სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს.10. შეწყალებულ იქნება ბოროტეული, მაგრამ სიმართლეს ვერ ისწავლის; იუკუღმართებს წრფელ ქვეყანაში და უფლის დიდებას არად ჩააგდებს.11. უფალო, შემართულია შენი ხელი, მაგრამ ვერ ხედავენ. დაინახონ შენი შური შენი ხალხის გამო და შერცხვებათ; ცეცხლმა შეჭამოს შენი მტრები.
ესაია თავი 26
10. შეწყალებულ იქნება ბოროტეული, მაგრამ სიმართლეს ვერ ისწავლის; იუკუღმართებს წრფელ ქვეყანაში და უფლის დიდებას არად ჩააგდებს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იბ კეთილად ცხორებისათჳს და საუკუნოჲსა საშჯელისათჳს:

...ენსა, არამედ წარუვალსა მას შინა ცხორებასა, და ესეოდენითა ბრწყინვალებითა, რომელსაცა სიტყჳთა ვერვინ გამოაჩინებს. ჵ სანატრელნი სამგზის, და მრავალგზისცა სანატრელნი, რომელნი ღირს იქმნნეს დიდებისა მისისა ხილვად! მისთჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს მან დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ“. არამედ ჩუენგანი ნუმცა ვინ მოსპოლვილ არს, ჵ უფალო უფალო, ნუცამცა ვინ დაშთომილ არს უხილავად მის დიდებისაგან, რამეთუ უკუეთუ მას არა ღირს ვიქმნებით ხილვად, კეთილ არს ჩუენთჳსცა თქუმად, ვითარმედ: უმჯობეს იყო, თუმცა შობილვე არა ვიყვენით. ; და რაჲსათჳს ცხოველ ვართ, ანუ რაჲსა ვიქცევით, უკუეთუ მის დიდებისაგან დავაკლდებით და მეუფესა ჩუენსა ვერ ვიხილავთ? რამეთუ უკუეთუ რომელნი ამას მზისა ნათელსა ვერ ხედვენ და მწარესა ცხორებასა შინა არიან, რაჲ-მე ყოფად არს მათთჳს, რომელნი მის დიდებისაგან დააკლდენ? რამეთუ აქა ესე ოდენ არს დაჭირვებაჲ, რომელ ნათელსა ვერ იხილვენ, ხოლო მუნ არა ესრეთ არს, არცა ესე ოდენ არს ტანჯვაჲ, არამედ ესრეთ უმწარეს არს, რაოდენ იგი მზე ამის მზისა უბრწყინვალეს არს შეუმსგავსებელად. და კუალად ესეცა არს, რამეთუ რომელნი მის ნათლის...

სრულად ნახვა