📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“ (1,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე მძიმედ აღგიჩნდა პირველი სიტყუაჲ ჩუენი, რამეთუ გაყუედრეთ უდბებისათჳს? არამედ უკუეთუმცა ჩუენისა თავისათჳს რასმე დაგიმძიმებდი, სიტყუაჲმცა გაქუნდა. ვინაჲთგან უკუე თქუენისა უმჯობესისათჳს ვიქმ ყოველსავე, რაჲსათჳს იყოს დამძიმებაჲ? და არა უფროჲსად მმადლობდეთ სიყუარულისა მისთჳს, რომელი მაქუს თქუენდა მიმართ? რამეთუ მეშინის, ნუუკუე მე ვშურებოდი და გასწავებდე, და თქუენ არა ისმენდეთ და თანამდებ საშჯელისა იქმნნეთ. და ამისთჳს ზედაჲსზედა გაჭირვებთ, რაჲთა ისმენდეთ ყოვლითა გულითა და ღირს იქმნნეთ კეთილთა მათ ზეცისათა. არამედ მოვედით და ვიწყოთ სიტყუად დღესცა სახარებისათჳს შემდგომითი შემდგომად, რამეთუ იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“ (1,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა გუეხილვა, უკუეთუმცა არა მსგავსითა ამით გუამითა ჩუენითა გამოჩინებულ იყო? რამეთუ უკუეთუ მოსე, რომელი კაცივე იყო, და პირსა მისსა ვერ მიხედვიდეს, არამედ საბურავი უჴმდა მართალსა მას, რაჲთამცა შეუძლეს სხუათა პირსა მისსა ხედვად, მაშა ვითარმცა შეუძლეთ ღმრთეებისა ძალსა ხილვად, ნათლისა მის, რომელი-იგი თუალთშეუდგამ არს ზეცისა ძალთაგანცა? ჩუენ, მიწათა და თიჴისაგანთა, ვითარმცა შეუძლეთ მიხედვად? ამისთჳს დაიმკჳდრა ჩუენ შორის, რაჲთა ყოველსა, რომელსაცა ენებოს, ძალ-ედვას ხილვად და ზრახვად მისა.
ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელ თქუა, ვითარმედ: „დიდებაჲ ვი-თარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ“? რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი იდიდნეს წინაჲსწარმეტყუელთაგანნი, ვითარცა თჳთ მოსე და მერმე ელია და ელისე, რომელთაგანი ერთი ცეცხლისა ეტლითა ამაღლდა, და მეორესა მას ცეცხლისა ეტლნი გარემოადგეს, და მერმე კუალად იდიდა დანიელ და სამნი ყრმანი და სხუანი მრავალნი, რომელთა ქმნეს ნიშები და იდიდნეს, და კუალად ანგელოზნიცა ეჩუენნეს კაცთა და თჳსისა დიდებისა ნათელი გამოუცხადეს; და არა ანგელოზნი ოდენ, არამედ ქერობინიცა ეჩუენა წინაჲსწარმეტყუელთა დიდითა დიდებითა და სერაბინი ეგრეთვე. ხოლო მახარებელი ამის ყოვლისაგან აღგუამაღლებს და ბრწყინვალებასა მას დაბადებულთასა თანაწარჰჴდების და მიმიყვანებს ჩუენ თავისა მის მიმართ ყოველთა კეთილთაჲსა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: არა წინაჲსწარმეტყუელისაჲ, არცა ანგელოზისაჲ, არცა მთავარანგელოზისაჲ, არცა უზეშთაესთა მათ ძალთა, - სერაბინთა და ქერობინთა, - არცა სხუასა რასმე დაბადებულთა ბუნებისა, უკუეთუ ოდენ არს სხუაჲ სადა უზეშთაესი ბუნებაჲ, არამედ თავადისა მის მეუფისაჲ და თავადისა მის მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲ. და ჩუენ ყოველთა უფლისა დიდებაჲ ვიხილეთ, ხოლო სიტყუაჲ ესე, „ვითარცა მხოლოდშობილისაჲ“, ესე „ვითარცა“ ამას ადგილსა არა მსგავსებისაჲ არს, არცა იგავისაჲ, არამედ დამტკიცებისაჲ და უეჭუელობისაჲ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვიხილეთ ჩუენ დიდებაჲ ესევითარი, ვითარცა-იგი შუენოდა და ჯერ-იყო, რაჲთამცა აქუნდა მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა, მეუფესა მას ყოველთასა.
და კუალად კაცთაცა შორის ჩუეულებაჲ არს ესევითარი, და არა დავიდუმო იგიცა თქუმად. ხოლო ისმინეთ, თუ რომელსა ჩუეულებასა ვიტყჳ: რამეთუ იხილიან ვიეთმე მრავალგზის მეფე შემკული თჳთოფერითა სამკაულითა და ქვათა მიერ პატიოსანთა. და რაჟამს ვიეთმე მიუთხრობდენ მისსა მას დიდებასა, იტყჳან სიკეთესა სამოსელთა მისთასა და ქვათა მათ პატიოსანთა შუენიერებასა, საყდრისა მისისა დიდებასა. და ვინაჲთგან ესე ყოველი და ესევითარი მრავალი თქჳან და ვერ გამოაჩინიან სრულიად სიტყჳთა დიდებაჲ მისი, მერმე იტყჳან, ვითარმედ: რასა მრავალსა ვიტყოდით? ესევითარი იყო, ვითარცა მეუფჱ ჭეშმარიტად. და სიტყჳ-თა მით არა თუ ესე ჰნებავს გამოჩინებად, ვითარმედ მსგავს მეუფისა იყო, არამედ მეუფე იყო ჭეშმარიტად. და ეგრეთვე უკუე მახარებელმან თქუა: „ვითარცა მხოლოდშობილისაჲო“, რაჲთამცა დიდი იგი დიდებაჲ მისი გულისხმა-გჳყო, რომელი ენითა არა ითქუმის. რამეთუ სხუანი ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი ბრძანებითა იქმოდეს ყოველსავე, ხოლო იგი, ვითარცა მეუფე, ყოველსავე ჴელმწიფებით. ამისთჳსცა უკჳრდა ერსა, ვითარ ჴელმწიფებით ასწავებდა, რამეთუ გამოჩნდეს ანგელოზნიცა დიდებით ქუეყანასა ზედა, ვითარცა დანიელის ზე და დავითის ზე და მოსეს ზე, არამედ ვითარცა მონანი მეუფისანი, ესრეთ იქმოდეს ყოველსავე, ხოლო იგი, ვითარცა მეუფჱ, მპყრობელი ყოვლისაჲვე; და იგი ყოველი ქმნა უნდოჲთა სახითა გამოჩინებულმან სიმდაბლით, გარნა ეგრეცა დაბადებულთა იცნეს დამბადებელი მათი, და ვარსკულავი ზეცით მოგუ-თა მოუწოდდა თაყუანის-ცემად მისა, და ანგელოზთა მჴედრობასა ყოველი ადგილი, ვინაჲცა იქმნა, თჳსითა განგებულებითა აღევსო, და ყოველნი დაბადებულნი ურთიერთას ახარებდეს დიდსა მას საიდუმლოსა: მწყემსთა - ანგელოზნი, და ქალაქისათა მათ - მწყემსნი, და მარიამს და ელისაბედს - გაბრიელ, და ტაძარსა შინა - ანა და სჳმეონ; და არა მათ ოდენ, არამედ ჩჩჳლმან მანცა, არღა მოსრულმან ნათლად, მოქალაქემან უდაბნოჲსამან და თანამოსახელემან ამის მახარებელისამან იოვანე სა-შოსა შინა დედისასა ქადაგა, ჰკრთებოდა რაჲ საშოსა დედისასა ხილვასა ღმრთისმშობელისასა. და ყოველნი განსცხრებოდეს სასოებითა მით, და ესე ყოველი იყო შობასა მისსა. ხოლო აღიზარდა რაჲ, მერმე კუალად იყვნეს უზეშთაესნი საქმენი, რამეთუ არღარა ვარსკულავი და ცაჲ, არცა ანგელოზნი და მთავარანგელოზნი, არცა გაბრიელ და მიქაელ, არამედ თავადი მამაჲ წამებდა ზეცით, და ნუგეშინისმცემელი იგი სული ფრინვიდა ზეცით მოსრული და დაადგრა ჴმასა მას თანა. ჭეშმარიტად ამის ყოვლისათჳს იტყოდა: „ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ“, რამეთუ შემდგომად ამისა არღარა მწყემსნი და ვარსკულავი, არამედ თჳთ ჴმაჲ მათ საქმეთაჲ ქადაგებდა, რამე-თუ განისმა ყოველსა ასურეთსა საქმე მისი მაშინვე.1 მაშინ ქუეყანაჲ ცა იქმნა, რამეთუ ცათა მეუფჱ მოსრულ იყო განცხადებულად, და ყოველნი ღაღადებდეს, ვითარმედ: მეუფჱ ცათაჲ მოვიდა; და ეშმაკნი ივლტოდეს, და მთავარი მათი შეძრწუნდა, სიკუდილი იდევნებოდა, მერმე სრულიად უჩინო იქმნა, და მკუდართა აღმოუტევებდა საფლავები, და ეშმაკნი განიოტებოდეს, და უძლურთა სენნი განიკურნებოდეს, და იყვნეს ჭეშმარიტად საქმენი საკჳრველნი, რომელთათჳს სუროდა წინაჲსწარმეტყუელთა ხილვად და ვერ იხილეს. რამეთუ იხილენმცა მაშინ თუალნი, მიწისაგან ახლად შექმნულნი, და საწადელი იგი საქმჱ, რომელი ყოველ-თავემცა სუროდა ხილვად, - ვითარ პირველ ადამ მიწისაგან დაჰბადა ღმერთმან, - მას ყოველსა ერთსა შინა წამსა აჩუენებდა უაღრესსა მას ასოსა ზედა გუამისასა; და ყოველსა გუამსა შეანაწევრებდა დაჴსნილთა მათ ასოთა: ჴელნი მომკუდარნი შეიძრვოდეს, ფერჴნი დაჴსნილნი მეყსა შინა ხლდებოდეს, ყურნი დაყოფილნი განეხუმოდეს, და ენაჲ შეკრული უტყუებითა დიდად ჴმობდა, რამეთუ ვითარცა ჴელოვანმან მან ხუროთმოძღუარმან სახლი მრავალჟამითგან დაძუელებული განაახლის, ესრეთ შეიმოსა ბუნებაჲ კაცობრივი, ესრეთ შემუსრვილნი ასონი მისნი განამტკიცნა და დაჴსნილნი შეანაწევრნა და სრულიად დაცემულნი აღადგინნა.
ხოლო რაჲ ვინ თქუას დაბადებისა მისთჳს სულისა, რომელი ფრიად უსაკჳრველეს იყო დაბადებასა ჴორცთასა? რამეთუ დიდ არს ჴორცთაცა განკურნებაჲ, არამედ ფრიად უზეშთაეს არს სულისა, რაოდენ-იგი სული უზეშთაეს არს ჴორცთასა, და არა ამით ოდენ არს საკჳრველ, რომელ სული უაღრეს არს ჴორცთასა, არამედ ამითცა, რომელ ჴორცნი, ვინაჲცა ენებოს შემოქმედსა, შეიცვალებიან, ხოლო სული თჳთუფლად დაბადებულ არს და ჴელმწიფებაჲ აქუს მიდრეკად, ვინაჲცა ენებოს, გინა თუ კეთილისა მიმართ, გინა თუ ბოროტისა; და იძულებით არავის მოიყვანებს ღმერთი სათნოებად, რამეთუ იძულებით ქმნილი არა სათნოებაჲ არს, არამედ ნებსით ჯერ-არს მოსლვაჲ სათნოებად. და ამისთჳს
1 შდრ. მათ. 4,24.
უძნელეს არს მისი კურნებაჲ, არამედ იგიცა კეთილად წარემართებოდა, და არა ოდენ ბოროტისაგან მოაქცევდა სულთა, არამედ თავსაცა სა-თნოებათასა აღიყვანებდა, და მეზუერე მოციქულ იქმნებოდა, და მდევარი და მგმობარი - ქადაგ ყოვლისა სოფლისა, და მოგუნი - მოძღუარ ჰურიათა, და ავაზაკი - მოქალაქე სამოთხისა, და მეძავი სარწმუნოები-თა ბრწყინვიდა, და სამარიტელი, იგიცა მეძავი, მომაქცეველ ქალაქისა მის იქმნა, და ქანანელმან სარწმუნოებითა განდევნა ეშმაკი ასულისაგან თჳსისა. და სხუანი უძჳრესნი ამათსა მეფეთა კრებულსა შემოვიდეს, და ყოველივე მეყსა შინა შეიცვალა, - ჴორცთა ვნებანი, სულთა სალმობანი, - და სიმრთელედ სათნოებისა მოვიდოდეს. და ამას არა ორნი და სამნი ანუ ათნი და ასნი კაცნი, არამედ ქალაქნი დიდნი და ნათესავნი მოიქცეოდეს.
რაჲ ვინ თქუას სიბრძნისა მისთჳს დიდისა, ზეცისა წესთა სათნოებისათჳს, ანგელოზთა მჴედრობისა წესიერებისათჳს? რამეთუ ესევითარი ცხორებაჲ გუასწავა ჩუენ, ესევითარნი შჯულნი დაგჳსხნა ჩუენ, ესევი-თარი მოქალაქობაჲ გუამცნო, რაჲთა უკუეთუ აღვასრულნეთ მცნებანი მისნი, ვიქმნნეთ სწორ ანგელოზთა, მსგავს ღმრთისა ძალისაებრ ჩუენისა, დაღაცათუ უდარეს ყოველთა კაცთასა ვიყვნეთ. ესე უკუე ყოველი საკჳრველებაჲ შემოკრიბა მახარებელმან ჴორცთა და სულისაჲ და ნივთთაჲ, ბრძანებანი და ნიჭნი იგი მიუწდომელნი და ცათა უმაღლესნი შჯულნი და მოქალაქობაჲ და საუკუნენი იგი აღთქუმანი და ვნებანი მისნი და მის ყოვლისათჳს საკჳრველი ესე სიტყუაჲ ღაღად-ყო, ვითარმედ: „ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“. რამეთუ არა საკჳრველებათათჳს ოდენ გჳკჳრს იგი, არამედ ვნებათათჳსცა, ვი-თარ-იგი შეემშჭუალა ჯუარსა და იგუემა და ყურიმალსა იცა და ინერწყუა მათგან, რომელთა მიმართ იქმნნეს ესეოდენნი კეთილნი, რამეთუ მათთჳსცა, რომელნი საგონებელ არიან, ვითარცა საყუარელნი, ესევე სიტყუაჲ ღირს არს, რამეთუ თავადმანცა დიდად უწოდა საქმესა ამას. რამეთუ არა თუ სიყუარულისა და წყალობისათჳს ოდენ იყვნეს საქმენი იგი, არამედ ძალისაცა მიუწდომელისა, რამეთუ მაშინ სიკუდილი დაიჴსნებოდა, და წყევაჲ აღიჴოცებოდა, ეშმაკნი მოიწყლვოდეს და უჩინო იქმნებოდეს და წარიდევნებოდეს, და ჴელითწერილი ცოდვისაჲ ჯუარსა შეემსჭუალვოდა. და ვინაჲთგან უხილავად იქმოდა სასწაულთა, ამისთჳს ხილულნიცა რაჲმე გამოაჩინნა. და რაჟამს ჯუარს-აცუეს, ძელსა ზედა დამშჭუალულმან გამოაჩინა, ვითარმედ ჭეშმარიტად მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ არს და ყოველთა დაბადებულთა მეუფჱ, რამეთუ ვიდრე-ღა სანატრელი იგი გუამი ჯუარსა ზედა იყო, გარემიაქცია მზემან ნათელი თჳსი, და ქუეყანაჲ იძრვოდა, და მკუდარნი აღდგებოდეს. და ლოდი აღეღებოდა, და საფლავით დაბეჭდულით აღდგა მკუდარი იგი ჯუარცუმული და დაფლული და ძალითა მოწაფენი აღავსნა და წარავლინნა ყოველსა სოფელსა მკურნალად ბუნებისა კაცთაჲსა და მასწავლელად ცხორებისა ანგელოზებრისა, დაჴსნად ძალსა ეშმაკთასა და მახარებელად უკუდავებისა სულთაჲსა და ცხორებისა საუკუნოჲსა და კეთილთა მათ საუკუნეთა დაუსრულებელთა, რომელნი მიუწდომელ არიან გონებისაგან. ესე ყოველი უკუე და ამისა უმრავლესი მოიგონა ნეტარმან ამან, რომელნი-იგი არცა უთქუმან სიმრავლისათჳს მათისა, რამეთუ ვერ დაიტევდა სოფელი, და ამის ყოვლისათჳს ღაღად-ყო, ვითარმედ: „ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“.
სწავლაჲ იბ კეთილად ცხორებისათჳს და საუკუნოჲსა საშჯელისათჳს
ხოლო რომელნი ესეოდენთა და ესევითართა ხილვათა და სმენათა ღირსქმნულ ვართ და ესეოდენნი კეთილნი გჳხილვან, თანაგუაც, რაჲთა საქმენიცა ვაჩუენნეთ ღირსნი სარწმუნოებისანი, რაჲთა საუკუნენიცა კეთილნი ვპოვნეთ, რამეთუ ამისთჳს მოვიდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, რაჲთა არა აქაჲ ოდენ, არამედ რაჲთა საუკუნოჲცა დიდებაჲ მისი ვიხილოთ. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მნებავს, რაჲთა სადა მე ვიყო, ესენიცა იყვნენ, რაჲთა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა“.1 რამეთუ უკუეთუ აქაჲ დიდებაჲ მისი ესრეთ ბრწყინვალე იქმნა, რაჲ ვინ თქუას მერმისათჳს დიდებისა? რომელი-იგი არა ქუეყანასა ზედა განხრწნადსა გამოჩნდების, არცა მოკუდავთა ამათ ჴორცთა შინა ყოფასა ჩუენსა, არამედ წარუვალსა მას შინა ცხორებასა, და ესეოდენითა ბრწყინვალებითა, რომელსაცა სიტყჳთა ვერვინ გამოაჩინებს. ჵ სანატრელნი სამგზის, და მრავალგზისცა სანატრელნი, რომელნი ღირს იქმნნეს დიდებისა მისისა ხილვად! მისთჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს მან დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ“.2 არამედ ჩუენგანი ნუმცა ვინ მოსპოლვილ არს, ჵ უფალო უფალო, ნუცამცა ვინ დაშთომილ არს უხილავად მის დიდებისაგან, რამეთუ უკუეთუ მას არა ღირს ვიქმნებით ხილვად, კეთილ არს ჩუენთჳსცა თქუმად, ვითარმედ: უმჯობეს იყო, თუმცა შობილვე არა ვიყვენით.3 და რაჲსათჳს ცხოველ ვართ, ანუ რაჲსა ვიქცევით, უკუეთუ მის დიდებისაგან დავაკლდებით და მეუფესა ჩუენსა ვერ ვიხილავთ? რამეთუ უკუეთუ რომელნი ამას მზისა ნათელ-
1 იოან. 17,24. 2 ესაია 26,10. 3 შდრ. მათ. 26,24; მარკ. 14,21.
სა ვერ ხედვენ და მწარესა ცხორებასა შინა არიან, რაჲ-მე ყოფად არს მათთჳს, რომელნი მის დიდებისაგან დააკლდენ? რამეთუ აქა ესე ოდენ არს დაჭირვებაჲ, რომელ ნათელსა ვერ იხილვენ, ხოლო მუნ არა ესრეთ არს, არცა ესე ოდენ არს ტანჯვაჲ, არამედ ესრეთ უმწარეს არს, რაოდენ იგი მზე ამის მზისა უბრწყინვალეს არს შეუმსგავსებელად. და კუალად ესეცა არს, რამეთუ რომელნი მის ნათლისაგან დააკლდენ, არა ბნელსა ოდენ მივლენ, არამედ საუკუნოდცა წუვაჲ ცეცხლსა შინა მოიწევის მათ ზედა და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
ნუმცა უკუე შთავცჳვით მცირითა ამით სულმოკლებითა საუკუნესა მას სატანჯველსა, არამედ განვიფრთხოთ და ვიღუაწოთ, რაჲთა განსუენებასა მას მივემთხჳნეთ და განვერნეთ მდინარესა მას ცეცხლისასა, რომელი დიოდის საშინელითა ოხრითა წინაშე საყდრისა მის დიდებულისა. რამეთუ რომელი მუნ შთავარდეს ერთგზის, არღარავინ იჴსნის მიერ, ვერცა მამაჲ, ვერცა დედაჲ, ვერცა ძმანი, ვითარცა თჳთ წინაჲსწარმეტყუელნი ღაღადებენ; რამეთუ დავით იტყჳს: „ძმამან ვერ იჴსნას, კაცმან იჴსნასა?“1 ხოლო ეზეკიელ ამისა უმეტესიცა თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ დადგენ ნოე, იობ და დანიელ, ძენი და ასულნი მათნი ვერ იჴსნნენ“.2 რამეთუ მუნ ერთი ოდენ შეწევნაჲ არს ჩუენი, - საქმეთა ჩუენთა მიერ კეთილთა, - და რომელსა იგი შეწევნაჲ არა აქუნდეს, სხუაჲ არარაჲ ეპოების მას.
ამას უკუე ვიჴსენებდეთ მარადის და განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი, რაჲთა კადნიერებით ვიხილოთ უფალი და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 ფსალმ. 48,8. 2 შდრ. ეზეკ. 14,14-20.