მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 26:18

17. როგორც ორსული ქალი, შობად მიწევნული, იტანჯება, კივის ტკივილისგან, ასე ვართ ჩვენ, უფალო, შენ წინაშე!18. მუცლადვიღეთ, ტანჯვაში ვიყავით და აჰა, ქარი ვშობეთ; ქვეყანას ხსნა ვერ მოვუტანეთ, არ დაეცნენ ქვეყნიერების მცხოვრებნი.19. გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინგთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას.
ესაია თავი 26
18. მუცლადვიღეთ, ტანჯვაში ვიყავით და აჰა, ქარი ვშობეთ; ქვეყანას ხსნა ვერ მოვუტანეთ, არ დაეცნენ ქვეყნიერების მცხოვრებნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
14. მზაკვრობის საკუთარ თავზე მიქცეული სასჯელი:

...და თუ კეთილთ შეერთვის, ასეთივე იქნება მისი ნაყოფიც; ხოლო თუ ბოროტთ შეერთვის და არ იფხიზლებ, იქიდან დიდ ზიანს მიიღებ. მოისმინე, მაშ, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „შორის მუცლისა მივიღეთ და ვილმეთ და ვშევით, სული მაცხოვარებისა შენისა ვყავთ ქუეყანასა ზედა“ (). ეშმაკისაგან წარმოშობილთა შესახებ კი ნათქვამია: „კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს და ქსელსა დედაზარდლისასა ქსოენ“ (). ამიტომ გავექცეთ ბოროტებს. რადგან როგორ არ არის უგუნურება, როდესაც ღვთის მცნებათაგან ჩასახვაც და შობაც შეგვიძლია, ეს არ მოვისურვოთ, არამედ ბოროტებთან კავშირს გამოვეკიდოთ და ისე მოვიქცეთ, როგორც ქალი, რომელსაც მეფესთან შეერთების უფლება აქვს, მაგრამ ამას არ იღებს და მის ნაცვლად ავაზაკსა და კედლის გამტეხ ქურდს ირჩევს თანამცხოვრებლად?

„ჴნარცჳ თხარა და აღმოჰკუეთა და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა“ (). კვლავ მეტაფორებს იყენებ...

სრულად ნახვა