მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 3:6

5. დაითრგუნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი მოყვასს; ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი - პატივდებულს.6. რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავის მამის სახლში: სამოსელი გქონია, გაგვიხდი მთავრად, შენს ხელთ ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო.7. დაიფიცებს იმ დღეს და იტჟვის: ვერ ვიქნები განმგებელი, არა მაქვსო სახლში პური, არც სამოსელი, ნუ დამადგენო ერის მთავრად.
ესაია თავი 3
6. რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავის მამის სახლში: სამოსელი გქონია, გაგვიხდი მთავრად, შენს ხელთ ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო.
ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა“ ().

1.

როგორც საუკეთესო ექიმი ხან წვავს, ხან კვეთს, ხანაც მწარე წამლებს აძლევს და ამგვარად ავადმყოფთა ჯანმრთელობას განაგებს, ასევე კაცთმოყვარე ღმერთიც მრავალგვარი და განსხვავებული სასჯელებით იუდეველთა მოშლილსა და დაცემულ მდგომარეობას კვლავ შეკრავს: ხან ბარბაროსთა შემოსევით აშინებს უმადურებს, ხან კი, ბარბაროსთა თავდასხმამდეც, სხვა მუქარებით აკავებს მათ და მუქარათა მრავალფეროვნებით შიშს მათში ცოცხლად ინახავს. ახლა კი ღმერთი მათ ავადმყოფობას, შიმშილსა და გვალვას ემუქრება; და არა მხოლოდ აუცილებელთა ნაკლებობას, არამედ იმათ ნაკლებობასაც, რომლებიც საჭირო ნივთებზე არაფრით ნაკლებად ინარჩუნებენ ჩვენს სიცოცხლეს. რამეთუ მძიმე მხოლოდ შიმშილი კი არ არის, არამედ ისიც, როცა საქმეთა მმართველთა გარეშე რჩებიან; სწორედ ეს მდგომარეობა ხშირად სიუხვესაც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის