მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 34:4

3. მათი დახოცილები გადაიყრებიან, მათი გვამები სიმყრალეს აუშვებენ და მთები დალბებიან მათი სისხლისგან.4. დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს.5. რადგან დაითრო ცაში ჩემი მახვილი; აჰა, დაეშვება ის ედომზე და ჩემგან შერისხულ ხალხზე დასასჯელად.
ესაია თავი 34
4. დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ბოლოსიტყუაჲ:

...* კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმულია ტექსტის დაზიანებული ადგილები, აღდგენილი „მათეს სახარების თარგმანებაზე“ დართული ამავე ანდერძის მიხედვით.

და ხილული ესე სამყაროჲ ცისაჲ], ვითარცა წერილი იტყჳს, [წარიგრაგნოს, ვითარცა წიგნი, დღესა მას მეორედ] მოსლვისასა, და ვარსკულავნი [მისნი ვითარცა ფურ]ცელნი დაცჳვენო; ხოლო სულიერი ესე ცაჲ, რომელი ჩუენ გან[კაცები]თა შეგჳმზადა, მაშინ უმეტესად გამოაბრწყინვოს მან თავადმან და მნათობნი იგი მისნი გამოაჩინნეს ფრიად უბრწყინვალჱს მზისა.

ამის სულიერისა სამყაროჲსათჳს იტყოდა [დავით წინაჲსწარმეტყუელი სულითა], ვითარმედ: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, დაბადებულსა ქმნილსა ჴელთა მისთასა - სამყაროჲ“, რამეთუ ჭეშმარიტად იქმნა ესე. ვინაჲთგან შემდგომად აღდგომისა უბრძანა ქრისტემან წმიდათა მოციქულთა, ვითარმედ: „წარვედით, მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, და მერმე, დღესა მას მეერგასესა, მოუვლინა სული წმიდაჲ და აღავსნა იგინი მადლითა, განვიდეს და მოიმოწაფნეს ყოველნი წარმართნი და მიუთხრობდეს დიდებასა ღმრთისასა და საქმეთა მათ მიუთხრობელისა განგებულებისა მისისათა. ხოლო არა სიტყჳთ ოდენ აღასრულეს ქადაგებაჲ, არამედ მ...

სრულად ნახვა