მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 34:8

7. კამეჩები დაეცემიან მასთან ერთად და ხბორები ხარებთან ერთად, დაითრობა სისხლით მიწა და ქონით გაიპოხება მისი მტვერი.8. რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, ნაცვალგების წელი სიონის სარჩელისთვის.9. მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი - გოგირდად, მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება.
ესაია თავი 34
8. რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, ნაცვალგების წელი სიონის სარჩელისთვის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...სცენდენ ქალაქთა მათთა ეკალთა ხენი. და ძნელოვანნი მისნი იყვნენ საყოფელად ურჩხულთა და სამკჳდრებელად სირთა. და შეემთხჳნენ ეშმაკნი და ვირდევნი ურთიერთას, და ღაღადებდენ მოყუასი მოყუასისა მიმართ. მუნ განისუენებდენ ვირდევნი, რამეთუ პოეს თავისა განსასუენებელი. მუნ მართუენი ისხ ნენ გრძღაბთა, მუნ შეკრბენ ნადირნი“. ესე ყოველი შეემთხჳა ჰურიათა, განიზრახეს რაჲ მოკლვაჲ უფლისაჲ. ესე ყოველი მოხადეს თავთა ზედა თჳსთა, ჴმობდეს რაჲ მაცხოვარსა ზედა. ამით სახითა დაისაჯნეს, ინებეს რაჲ დასჯაჲ უფლისაჲ. და აწ იხილენ ყოველმან კაცმან, თუ რომელი ნაყოფი გამოიღო სიკუდილმან უფლისამან, ანუ რაჲ სარგებელ ეყო ჰურიათა ბოროტი ზრახვაჲ თჳსი.

სიკუდილმან მაცხოვრისამან სოფელი აცხოვნა, წარმართნი ღმრთისმეცნიერ-ყვნა, მკუდარნი განაცხოველნა, ეკლესიაჲ წარმართთაჲ აღაშენა, სასუფეველი ცათაჲ განგჳღო, ანგელოზნი და კაცნი შეაერთნა და მტერობაჲ იგი დაჰჴსნა, ცოდვანი კაცთანი აჴოცნა და აურაცხელნი და გამოუთქუმელნი კეთილნი მოგუანიჭნა მორწმუნეთა მისთა.

ხოლო განდგომილებამან მან და უკეთურებამან ჰურიათამან და ბოროტმან კადნიერებამან, რომელ აჩუენეს უფალსა, წარწყმიდნა იგინი და ქალაქი მათი, დაუბრმნა თუალნი მათნი და სრულიად უღმრთო-ყვნა. და ღმრთისმკლველ ეწოდა მათ, რამეთუ ქრისტე ღმერთი ჴორცითა ჯუარ...

სრულად ნახვა