მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 35:1

1. მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება.2. აყვავდება და გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელის და შარონის სიდიადე; იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს.
ესაია თავი 35
1. მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა აღსრულნეს ორმეოცნი წელნი, ეჩეუნა მას უდაბნოსა მთისა სინისასა ანგელოზი უფლისაჲ, ალითა ცეცხლისაჲთა მაყულოვანით. ხოლო მოსე იხილა რაჲ, დაუკჳრდა ხილვაჲ იგი, და ვითარ მივიდოდა განცდად, იყო მისა მიმართ ჴმაჲ უფლისაჲ: მე ვარ ღმერთი მამათა შენთაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი (7,30-32).:

...ჩუენი ცეცხლ შემწუველ არს, ხოლო "მაყულოვანით გამო" რაჲთა მოასწავოს, ვითარმედ ჩუენდა გარდამოვალს და ჴორცთა უძლურებასა, მაყულის სახესა, არა შესწუავს ცეცხლითა ღმრთეებისაჲთა, და უდაბნოსა შინა იხილვების, რომელ არს ეკლესიაჲ წარმართთაჲ. მითვე ჴმითა ესაიაჲსითა - "იხარებდ უდაბნოჲ წყურიელი, იშუებდ და ყუაოდე ვითარცა შროშანი" () ესრეთ უკუე ანგელოზ წოდებულმან პირველ საუკუნეთა ძემან ჴმა-უყო მოსეს, ვითარმედ იგი არს ღმერთი აბრაჰამ, ისაკ და იაკობისი.

შეძრწუნდა მოსე და ვერ ეძლო განცდად. ჰრქუა მას უფალმან: წარიჴადენ სანდალნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა ზედა სდგა, ქუეყანაჲ წმიდა არს. ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაჲ, რომელ არს ეგჳპტეს, და სულ-თქუმანი მათნი მესმნეს, და გარდამოვჴედ განრინებად მათდა. და აწ მოვედ მიგავლინო შენ ეგჳპტედ (7,32-34).

თარგმანი: ყოველსავე მხილველსა საღმრთოთა ხილვათასა შეემთხუევის შეძრწუნებით გარე-მიქცევაჲ პირისაჲ, უკუეთუ არა წარიჴადნეს ყოველნი ზრუნვანი ჴორცთა ხრწნილებისა და მოკუდავებისანი, და ქუე დაუტევნეს ბილწნი გემოვნებანი სოფლისანი, რამეთუ სანდალი მკუდრისა ცხოვრის ტყავისაჲ არს. ხოლო ამას ყუედრებით ეტყჳს სტეფანე ჰურიათა, ვითარმედ მაშინ ჯერეთ არა იყო ტაძარი და მსხუერპლნი, ოდეს სახესა ეკლესიისასა — უდაბნოსა — ადგილ...

სრულად ნახვა